1.თბილისის საქალაქო სასამართლო ამ კოდექსის 21 135 მუხლით გათვალისწინებულ დავას განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან 2 თვის ვადაში.
2.თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სარჩელის განხილვას არ აბრკოლებს.
3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.
4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი მხარისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეიტანება უშუალოდ გადაწყვეტილების გამომტან თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
5.თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.
6.ამ მუხლით გათვალისწინებულ დავაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლო/თბილისის სააპელაციო სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად.
7.ამ კოდექსის 21 135 მუხლით გათვალისწინებულ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო – ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია. თბილისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს.
8.თუ ამ კოდექსის 21 135 მუხლით გათვალისწინებულ დავაზე მისაღები გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემულ უარყოფით დასკვნას ეფუძნება, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ. თავი VII 36 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდებასთან დაკავშირებით საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/2 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

