უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 57². იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის სახით უცხოელის საქართველოდან გაძევება ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა განესაზღვრა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ უცხოელს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრება უცხოელის საქართველოდან გაძევება ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება აღსრულდეს: ა) მის მიერ ადმინისტრაციული სახდელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მისი გათავისუფლებისთანავე, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის მას ადმინისტრაციულ სახდელად ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა; ბ) მის მიერ ადმინისტრაციული სახდელის მოხდამდე, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის მას შეეფარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული სახდელი, გარდა ადმინისტრაციული პატიმრობისა; [ გ) მის მიერ სასჯელის მოხდამდე, თუ მას ადმინისტრაციული სახდელის სახედ უცხოელის საქართველოდან გაძევების განსაზღვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის არასაპატიმრო სასჯელი შეეფარდა, ან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუკი სასამართლომ მას პირობითი მსჯავრი დაუნიშნა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილებას ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილებას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები.

3.უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსასრულებლად უცხოელი ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში.

4.უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო იყენებს ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ წესებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ უცხოელს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრება უცხოელის საქართველოდან გაძევება ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება აღსრულდეს: ა) მის მიერ ადმინისტრაციული სახდელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მისი გათავისუფლებისთანავე, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის მას ადმინისტრაციულ სახდელად ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა; ბ) მის მიერ ადმინისტრაციული სახდელის მოხდამდე, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის მას შეეფარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული სახდელი, გარდა ადმინისტრაციული პატიმრობისა; [ გ) მის მიერ სასჯელის მოხდამდე, თუ მას ადმინისტრაციული სახდელის სახედ უცხოელის საქართველოდან გაძევების განსაზღვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის არასაპატიმრო სასჯელი შეეფარდა, ან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუკი სასამართლომ მას პირობითი მსჯავრი დაუნიშნა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილებას ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილებას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსასრულებლად უცხოელი ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. 4. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო იყენებს ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ წესებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი  №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 17 მარ. 2014 – 8 ივლ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026

    57² მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი არასაპატიმრო სასჯელის ან პირობითი მსჯავრის მქონე უცხოელის შემთხვევის შესახებ.

  2. · გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47²380¹34421¹²²307¹31¹31²2896457¹57³5173¹57²
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა