Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიმუხლი 73¹

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 73¹. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:სახელმწიფო და კონსტიტუციური დანაშაულებიდოკუმენტების შესაბამისობადეპორტაციისგან დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენი არასრულწლოვანი უცხოელის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფას და მისთვის საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვის დაწესებას. ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.

2.უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − ორიდან ექვს წლამდე ვადით; ბ) მძიმე დანაშაულისთვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − ოთხიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

3.უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის უცხოელის საქართველოში დარჩენა.

4.უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ გამოიყენება არასრულწლოვანი უცხოელის იმ სახელმწიფოში გაძევებისას, რომელშიც: ა) იგი იდევნება პოლიტიკური მრწამსისთვის ან იმ ქმედებისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება; ბ) იგი იდევნება ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისთვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისთვის; გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება; დ) მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ანდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხე შეექმნება.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული აკრძალვის საფუძვლის არსებობის შესახებ დასკვნას პროკურორის ან გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე 30 დღის ვადაში გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს დასკვნა აუცილებელი არ არის, თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რომლის პირობა ითვალისწინებს სასჯელის სახით უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის გამოყენებას.

6.უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის.

7.უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება აღსრულდეს: ა) არასრულწლოვანი უცხოელის მიერ სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდისთანავე ან მისი ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე, თუ იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; ბ) არასრულწლოვანი უცხოელის მიერ სასჯელის მოხდამდე, თუ მას დანიშნული აქვს არასაპატიმრო სასჯელი; გ) გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუ არასრულწლოვან უცხოელს სასამართლომ პირობითი მსჯავრი დაუნიშნა.

8.უცხოელის საქართველოდან გაძევება არ აღსრულდება, თუ არასრულწლოვანი უცხოელის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ექვემდებარება გაძევებას ექსტრადიციის ინიციატორ სახელმწიფოში და მის ექსტრადიციას მხოლოდ ეს სახელმწიფო ითხოვს.

9.უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის მოხდის ვადა აითვლება არასრულწლოვანი უცხოელის საქართველოდან გაძევების დღიდან. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №877 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
წინა მუხლი 73შემდეგი მუხლი 74

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მიგრანტის უკანონო გადაყვანა (მუხლი 344¹) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (მუხლი 344)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დეპორტაციისგან დაცვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საიმიგრაციო წესებთან შესაბამისობსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №28

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-07-07
0
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 38საერთაშორისო დაცვი… 38საერთაშორისო დაცვი… 38

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 47²უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
  • 344საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა
  • 380¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 63საქართველოდან გაძევებული უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
  • 57¹იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც სასჯელად საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაენიშნა
  • 51უცხოელის საქართველოდან გაძევება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 31¹უცხოელის საქართველოდან გაძევება
  • 31²უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
  • 307¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 165⁷მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 18ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულები
  • 16უცხო სახელმწიფოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურების ეფექტი საქართველოში მიმდინარე სისხლისსამართლებრივ პროცედურებზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47²344380¹31¹31²307¹165⁷18166357¹5138383873¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს სისხლის სა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025