Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებმუხლი 18

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

მუხლი 18. კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებანი

რედაქცია №5კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2026.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.კომისიის უფლებამოსილებანი, საქმიანობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონითა და კომისიის წესდებით.

2.კომისია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) საკუთარი ინიციატივით ან ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან ან სახელმწიფო ორგანოსაგან კომისიის მიერ განსახილველად მიღებულ განცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია; ბ) ერთ-ერთი მხარის ინიციატივით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში ჩააბას მესამე პირი. ამ გადაწყვეტილებას იგი იღებს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით; გ) ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოამზადოს ანგარიში საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად; დ) განიხილოს ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირების მიერ კომისიის გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრები; ე) განიხილოს არსებითად განსახილველი, ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან და ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირების მიერ კომიტეტის გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრები.

3.საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით კომისია უფლებამოსილია: ა) განახორციელოს ადმინისტრაციული უფლებამოსილებები; ბ) საჭიროების შემთხვევაში იშუამავლოს მოდავე მხარეებთან დავის გადაწყვეტისას და ხელი შეუწყოს მორიგებას.

4.ნებისმიერი ორგანო, თანამდებობის პირი ან/და კერძო პირი ვალდებულია კომისიას მოთხოვნისამებრ მიაწოდოს თავის ხელთ არსებული საჭირო ინფორმაცია ან საბუთი, დაეხმაროს მას თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე გარკვეული ქმედებების განხორციელებაში. შესაბამისი ორგანოები და პირები ვალდებული არიან მოთხოვნილი ინფორმაცია გასცენ დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 10 დღისა.

5.კომისია ვალდებულია განსახილველ საქმესთან დაკავშირებული დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში საქმე დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოებს.

6.კომისიისა და მისი კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

7.ამ კანონით განსაზღვრული მიზნებისა და საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისათვის კომისიის წევრი კომისიის ან კომისიის კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით უფლებამოსილია: ა) შეაგროვოს მტკიცებულებები, ადგილზე დაათვალიეროს და ადმინისტრაციული ორგანოებისაგან და კერძო პირებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ან დოკუმენტი, ჩანაწერი, ასევე დაავალოს მათ ინფორმაციის მოძიება ან დამუშავება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ გაეცნოს ან გამოითხოვოს როგორც დასრულებული, ისე გამოძიების პროცესში მყოფი სისხლის სამართლის საქმის მასალები. ბ) მოსამართლის ბრძანებით წინასწარი შეტყობინების გარეშე შევიდეს, დაათვალიეროს და შეისწავლოს ნებისმიერი ტერიტორია; გ) ნებისმიერ პირს ჩამოართვას ახსნა-განმარტება, მოიწვიოს იგი კომისიის ან კომისიის კომიტეტის სხდომაზე და მოსთხოვოს ახსნა-განმარტების მიცემა; დ) მოითხოვოს გარკვეული ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოსაგან, აგრეთვე ჩამოართვას ახსნა-განმარტება სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ პირს ამ ს ახელმწიფოსთან წინასწარი შეთანხმებით და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

8.კომისიის წევრი ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ახორციელებს მოსამართლის ბრძანების გარეშე.

9.კომისიისა და მისი კომ იტეტის მიერ საქმის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6958 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივლ. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №5

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 41კომიტეტის უფლებამოსილებები
  • 58სახელმწიფო კომისია

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 13კომისიის ანგარიში
  • 10კომისიის სტატუსი, მისი ფორმირებისა და საქმიანობის წესი

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 85სამმხრივი კომისიის უფლებამოსილებები

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

  • 2 (დანართი 1)კომისიის შემადგენლობა და უფლებამოსილება
  • 3 (დანართი 1)კომისიის მუშაობის წესი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 22კომისიის საქმიანობის ორგანიზება
  • 30კომისიის მარეგულირებელი უფლებამოსილებები
  • 23კომისიის სამართლებრივი აქტები

მაუწყებლობის შესახებ

  • 7კომისიის სხდომა. ინფორმაციის კონფიდენციალობა
  • 8კომისიის სამართლებრივი აქტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
131078852 (და…3 (და…223023415818
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს შრომის კოდ…სახელმწიფოს მიერ დაფინ…ენერგეტიკისა და წყალმო…მაუწყებლობის შესახებ