Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებმუხლი 27

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

მუხლი 27. საქმის განხილვა

რედაქცია №5კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2026.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.კომისია და მისი კომიტეტი განცხადებებს განიხილავენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, ამ კანონის ნორმების გათვალისწინებით.

2.კომისიასა და მის კომიტეტში საქმის წარმოება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. კომისიასა და მის კომიტეტში, მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, სამუშაო ენებად ქართულთან ერთად ოსურის და ერთ-ერთი საერთაშორისო ენის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას კომისიის წესდებით დადგენილი წესის თანახმად იღებს კომისია. საქმის განხილვაში თარჯიმნის მონაწილეობა უზრუნველყოფილია.

3.კომისია და მისი კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებენ და აქვეყნებენ განცხადების წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს 6 თვისა.

4.განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, თუ განცხადებაში მითითებული ფაქტები საჭიროებს გამოკვლევას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს რთულ ადმინისტრაციულ პროცედურებთან, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

5.კომისიასა და მის კომიტეტს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოაქვთ შემდეგი გადაწყვეტილება: ა) განცხადების სრულად დაკმაყოფილების შესახებ; ბ) განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; გ) განცხადებაზე უარის თქმის შესახებ.

6.გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.

7.გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების შესახებ უნდა განსაზღვრავდეს თავდაპირველი საცხოვრებლის დაბრუნების, ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ქონებრივი ზიანის კომპენსაციის საფუძვლებს, პირობებსა და წესს.

8.კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილებები ძალაში შედის სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

9.კომისია და მისი კომიტეტი გასცემენ სააღსრულებო ფურცელს მათ მიერ მიღებულ, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე.

10.გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება არაკეთილსინდისიერი მფლობელის გამოსახლების გადავადების შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №5

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 155სადავო საკითხების განხილვა
  • 22კომისიის საქმიანობის ორგანიზება
  • 24საჯარო კონსულტაცია და თანამშრომლობა

საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

  • 18 (დანართი 1)კომისიის საქმიანობა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁹კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება და დავის განხილვის შეწყვეტა
  • 41⁶საჩივრის წარმოებაში მიღება

მაუწყებლობის შესახებ

  • 7კომისიის სხდომა. ინფორმაციის კონფიდენციალობა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 38მოსამზადებელი სხდომა
  • 42დავის გადაწყვეტა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23⁹საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 90საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 20⁶

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
384223⁹720⁶41⁹41⁶18 (დ…15522249027
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…საჯარო სამსახურში კონკ…საგადახდო სისტემისა და…მაუწყებლობის შესახებელექტრონული კომუნიკაცი…სახელმწიფო შესყიდვების…