Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 88

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 88. გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მართვის დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება/ქმედება შესაძლებელია გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გაცნობიდან/ქმედების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

2.შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება/ქმედება არ გასაჩივრდება, თუ შესყიდვის ხელშეკრულება უკვე დადებულია, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების, აგრეთვე დინამიკური შესყიდვის სისტემის ან ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრებისა.

3.შესყიდვის პირობები, შესყიდვის შესახებ განცხადება ან/და შესყიდვის დოკუმენტაცია შესაძლებელია გასაჩივრდეს მისი/მათი გაცნობისთვის დადგენილ ვადაში, ხოლო წინადადებების წარსადგენად მოწვევა – წინადადებების წარდგენის ვადაში.

4.შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება აქვს: ა) ნებისმიერ ეკონომიკურ ოპერატორს – თუ საჩივარი ეხება შესყიდვის პირობებთან, წინასწარ საინფორმაციო შეტყობინებასთან, შესყიდვის შესახებ განცხადებასთან ან შესყიდვის დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას; ბ) კანდიდატს – თუ საჩივარი ეხება განაცხადების წარდგენის ეტაპიდან წინადადებების წარდგენის ეტაპის ჩათვლით მიღებულ/განხორციელებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას; გ) პრეტენდენტს – თუ საჩივარი ეხება წინადადებების წარდგენის ეტაპიდან მიღებულ/განხორციელებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას; დ) ჩარჩოშეთანხმების მონაწილეს – თუ შესყიდვის ხელშეკრულება ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში იდება; ე) დინამიკური შესყიდვის სისტემის მონაწილეს – თუ შესყიდვის ხელშეკრულება დინამიკური შესყიდვის სისტემის ფარგლებში იდება; ვ) სხვა შემთხვევაში − ეკონომიკურ ოპერატორს – თუ საჩივარი ეხება გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან მას უკანონოდ უზღუდავს უფლებას.

5.საბჭოს საჩივარი ელექტრონულად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარედგინება. საჩივრის ფორმა და წარდგენის წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით.

6.საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა საბჭო იხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს. საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს, თუ: ა) იგი არაუფლებამოსილმა პირმა წარადგინა; ბ) მისი წარდგენის ვადა გავიდა; გ) იგი არ ეხება შემსყიდველი ორგანიზაციის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებას/ქმედებას; დ) შემსყიდველი ორგანიზაციის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება/ქმედება, ამ კანონის შესაბამისად, საბჭოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება; ე) დავის საგანი არ არსებობს; ვ) საბჭოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; ზ) არსებობს საბჭოს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; თ) მასში მითითებული საკითხი სასამართლოს განსჯადია; ი) სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; კ) მის შინაარსს არ აქვს შერჩეული საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული საჩივრის შესაბამისი ფორმა; ლ) მისი დასაშვებობის საკითხის განხილვის დროისთვის შესყიდვის ხელშეკრულება უკვე დადებულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემდეგ.

7.თუ საჩივარი ამ კანონითა და საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ შეესაბამება, მაგრამ არ არსებობს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი, საბჭო მომჩივანს საჩივრის დასაზუსტებლად აძლევს ვადას 1 სამუშაო დღის ოდენობით. თუ მომჩივანი საჩივარს არ დააზუსტებს, იგი ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად დაუშვებლად იქნება ცნობილი (რაც საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას უთანაბრდება). თუ მომჩივანი დაზუსტებულ საჩივარს წარადგენს, საბჭო დაზუსტებული საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა განიხილავს ამსაჩივრის დასაშვებობის საკითხს. თუ მომჩივანი საჩივარს არასრულყოფილად დააზუსტებს, იგი დაუშვებლად იქნება ცნობილი.

8.საბჭო საჩივარს დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობს გადაწყვეტილებით, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც საჩივარი ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად დაუშვებლად იქნება ცნობილი (რაც საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას უთანაბრდება). საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს აგრეთვე, თუ საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძვლის არსებობა მისი დასაშვებად ცნობის შემდეგ დადგინდება.

9.საჩივრის დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ, საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში.

10.ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა, გასაჩივრებული საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე ავტომატურად ჩერდება, გარდა შესყიდვის შესახებ განცხადებისა და შესყიდვის დოკუმენტაციის გაცნობის, აგრეთვე განაცხადის/წინადადების წარდგენის ვადებისა. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ვალდებულია არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. შემსყიდველი ორგანიზაცია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ასევე ვალდებულია იმავე საკითხზე არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს უკვე გამოცხადებული ხელახალი საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები (არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს საჯარო შესყიდვა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები ჩერდება აგრეთვე ეკონომიკური ოპერატორებისთვის/შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველებისთვის/შერჩევის პროცესის მონაწილეებისთვის. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება იწვევს წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პროცედურა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხორციელდება. დინამიკური შესყიდვის სისტემის ან ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება არ იწვევს საჯარო შესყიდვის პროცედურების შეჩერებას.

11.მომჩივანს უფლება აქვს, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოიხმოს საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივარი აღარ განიხილება. მომჩივნის მიერ საჩივრის გამოხმობის შესახებ ინფორმაცია არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 87შემდეგი მუხლი 89

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 33მუხლი 80

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 92გადაწყვეტილების/ქმედების სასამართლოში გასაჩივრების უფლება
  • 82გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრების უფლება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23⁷გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება
  • 23¹¹გადაწყვეტილების/ქმედების სასამართლოში გასაჩივრების უფლება
  • 23¹გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრების უფლება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 34შემსყიდველი ორგანიზაციის მოქმედებები
  • 36სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეჩერება
  • 33გასაჩივრების უფლება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁹³მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309¹⁵აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 305გადაწყვეტილების გასაჩივრება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 21სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁹³309¹⁵23⁷23¹¹23¹305343633338092822188
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026