პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 33. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭო

რედაქცია №17კონსოლიდირებული · 20 სექ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ დამსაქმებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, საბჭოს დაკომპლექტების, უფლებამოსილებათა წარმოშობისა და შეწყვეტის წესები განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

2.სამეთვალყურეო საბჭო: ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესს და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს; გ) აკონტროლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თანხების ხარჯვასა და ქონების განკარგვას; დ) ითანხმებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების პროექტს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300 საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი,  01.03.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 მარ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 ივნ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 33-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში საშტატო განრიგის შემთანხმებელი ორგანო გახდა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაცვლად.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
810²4546381514192 (და…94620933
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებზოგადი განათლების შესა…არასაბანკო სადეპოზიტო …მეცნიერების, ტექნოლოგი…პროფესიული განათლების …ეროვნული საკვალიფიკაცი…