სავალდებულო ეგზემპლარის მიმღები დაწესებულება და ორგანიზაცია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან: ა) აწარმოონ სავალდებულო ეგზემპლარის ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური რეგისტრაცია; ბ) გამოსცენ მიმდინარე სარეგისტრაციო ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლები ამ კანონით დადგენილი დოკუმენტების სახეობების მიხედვით; გ) გააკონტროლონ სავალდებულო ეგზემპლარის მიღება და დაცვა მოქმედი სტანდარტების შესაბამისად; დ) უზრუნველყონ სავალდებულო ეგზემპლარის საყოველთაო ხელმისაწვდომობა მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით; ე) მიღებული სავალდებულო ეგზემპლარების ბაზაზე შექმნან მონაცემთა ინტეგრალური ბიბლიოგრაფიული ბაზები და ამ მიმართულებით კოორდინირებულად იმუშაონ საქართველოს სხვა ბიბლიოთეკებთან; ვ) დაიცვან ელექტრონული გამოცემა მომავალი თაობებისათვის გამოსაყენებელ მდგომარეობაში; უზრუნველყონ ფასიანი ელექტრონული გამოცემის ხელმისაწვდომობა თავიანთ სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტის ეროვნული მიმღების რეგისტრირებული მკითხველებისთვის საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №659 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ
მუხლი 20. სავალდებულო ეგზემპლარის მიმღების მოვალეობები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1 · ძალაშია 10 მაი. 2017-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 10 მაი. 2017 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული
მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

