Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 43

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 43. გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:საგადასახადო დეკლარაციის მომზადებასაგადასახადო შესაბამისობასაგადასახადო შესაბამისობასახელფასო გადასახადიბუღალტერიატრანსფერული ფასწარმოქმნა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია: ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; ბ) აღრიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში ან დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში; გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები; დ) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები); ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში; ვ) გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტი შეინახოს 3 წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი; ზ) გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებლები (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) განათავსოს მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე; ზ 1 ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ პირს ხელი არ შეუშალოს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების/სავალდებულო მარკირების მომსახურების განხორციელებაში; თ) შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

2.საქართველოს საწარმო, საქართველოს ორგანიზაცია და მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებული არიან საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

2¹.„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია ამ შეთანხმების ფარგლებში გადასცეს საგადასახადო ორგანოს ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

3.გადასახადის გადამხდელი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით .

4.საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5557 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის  კანონი №4458 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი № 5144 - ვებგვერდი, 04.06.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №148 · ძალაშია 1 ივნ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 17 ივნ. 2016 – 18 ივნ. 2016 ტექსტი უცნობია

  2. 29 დეკ. 2015 – 1 იან. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  2. 1 ნოე. 2022· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022
  3. 11 ივლ. 2018
  4. 9 იან. 2018
  5. 18 ივნ. 2016· გამოქვეყნდა 4 ივნ. 2016
  6. 1 იან. 2016· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2015
  7. 11 ნოე. 2015
  8. 12 აპრ. 2012

    43-ე მუხლის „ვ.ბ“ ქვეპუნქტში „სასაქონლო დეკლარაცია“ შეიცვალა „საბაჟო დეკლარაციით“ და შესწორდა ერთი სიტყვის მართლწერა.

  9. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2011
  10. 28 დეკ. 2011
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 42შემდეგი მუხლი 44

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მემკვიდრეობის საგადასახადო დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგულატორული წარდგენები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გადასახადისთვის თავის არიდება (მუხლი 218) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბიზნეს გადასახადების მომზადება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 10 ცვლილება · ბოლო 10 მარ. 2023
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 24 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 309მუხლი 70გადასახადების ადმი… 17 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 51საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები
  • 53საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება
  • 41გადასახადის გადამხდელის უფლებები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 2 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის პირობები
  • 5 (დანართი 1)საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფა
  • 1 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 679გამგზავნის მიერ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
  • 732შემკვეთის მოვალეობანი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 120ტრანზიტის პროცედურის მფლობელის, გადამზიდავისა და საქონლის მიმღების ვალდებულებები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 4ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 26საგადახდო დავალების შესრულების ვადები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
67973218²3097051534117 (დ…2 (და…5 (და…1 (და…26120443
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026