„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 11. მიმწოდებლის ვალდებულებები

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 31 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიმწოდებელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მომხმარებლის ინფორმირება მისი უფლებების, მოქმედი რეგულაციებისა და დავის გადაწყვეტის გზების შესახებ; ბ) ჰქონდეს ტექნიკურად გამართული და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ვებგვერდი, რომელზეც განათავსებს ამ წესებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. გ) მიიღოს სათანადო ზომები მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით; დ) საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას კანონითა და ამ წესებით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ე) მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების საფასურის გადახდის რამდენიმე საშუალება. გადახდის სხვადასხვა საშუალებასთან დაკავშირებულ პირობებს შორის ნებისმიერი სხვაობა უნდა ასახავდეს მიმწოდებლის ხარჯებს შესაბამის გადახდის საშუალებასთან მიმართებით; ვ) უზრუნველყოს მომხმარებლის პრეტენზიის ეფექტიანად და უფასოდ განხილვა; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს სათანადო ხელშეკრულება ყველა სისტემის ოპერატორთან, შესაბამის სალიცენზიო არეალში არსებული მომხმარებლისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად; თ) უზრუნველყოს ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესაბამისად სისტემის ოპერატორისათვის მომსახურების საფასურის გადახდა, გარდა იმ სასისტემო მომსახურების საფასურისა, რომლის გადახდის ვალდებულებისგანაც მომხმარებელი გათავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესების შესაბამისად.

2.მიმწოდებელი ვალდებულია, შეიმუშაოს, გამოაქვეყნოს და ყოველწლიურად განაახლოს სამოქმედო პროგრამა, რომლის მიზანია: ა) დაეხმაროს მომხმარებელს სახელშეკრულებო ვალდებულებების სათანადოდ შესრულებაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მიწოდების შეწყვეტა, მათ შორის: ა.ა) უზრუნველყოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  ენერგიის დაზოგვის საშუალებების თაობაზე; ა.ბ) მიაწოდოს ინფორმაცია ამ წესების 25-ე მუხლით გათვალისწინებული მომხმარებელთა დაცვის დამატებითი მექანიზმების თაობაზე; ბ) ხელი შეუწყოს ტერიტორიულად დაშორებული მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას, მათ შორის: ბ.ა) ასეთი მომხმარებლისთვის საჯარო შეთავაზებებისა და მიწოდების მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის იოლ ხელმისაწვდომობას; ბ.ბ) იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არ არის კომერციული ბანკის ფილიალი ან გადახდის სხვა საშუალება, მომხმარებლისთვის მომსახურების საფასურის გადახდის სხვა ხელმისაწვდომი საშუალებების უზრუნველსაყოფად მიიღოს გონივრული ზომები.

3.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებელთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი დასაქმებულებისა და წარმომადგენლების სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა, მომხმარებლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის განსახორციელებლად მათთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე, მათი კვალიფიკაციის რეგულარული ამაღლება.

4.მიმწოდებელი ვალდებულია: ა) კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, არანაკლებ 5 წლის ვადით შეინახოს ტრეიდერებთან, სისტემების ოპერატორებთან და მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებები, აგრეთვე, ელექტროენერგიის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს კომისიას; ბ) კომისიას ყოველთვიურად წარუდგინოს ინფორმაცია ამ წესების მე-14 მუხლის შესაბამისად განხილული პრეტენზიების თაობაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს მომხმარებელთა მიერ წარდგენილი პრეტენზიების რაოდენობას, დაკმაყოფილებული პრეტენზიების რაოდენობას, აგრეთვე, პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში – შესაბამის საფუძვლებზე მითითებას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6222051051033412475411
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ელექტროენერგიის საცალო…ელექტრონული კომერციის …სასმელი წყლის მიწოდები…ენერგოეტიკეტირების შეს…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა