საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 115. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ამ კოდექსის 116-ე მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოყენებულ იქნეს საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია: ა) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ გადაიხდევინება ექსპორტის გადასახდელები და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები; ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მიმართ, რომელზედაც გადახდილი იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) უნდა დაექვემდებაროს დაბრუნებას ან ჩათვლას, თუ გადახდილი იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებული ან ჩათვლილი არ არის და მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტი გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან; გ) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები.

2.საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ ამ კოდექსის 116-ე მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოყენებულ იქნეს საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია: ა) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ გადაიხდევინება ექსპორტის გადასახდელები და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები; ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მიმართ, რომელზედაც გადახდილი იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) უნდა დაექვემდებაროს დაბრუნებას ან ჩათვლას, თუ გადახდილი იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებული ან ჩათვლილი არ არის და მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტი გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან; გ) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები. 2. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10116124148142147115
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…