საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 142. შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის 117-ე მუხლის გათვალისწინებით, შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებით უცხოური საქონლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადამუშავების ერთი ან რამდენიმე ოპერაცია, რაც არ იწვევს: ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას; ბ) საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

2.საქონლის შეკეთებისა და საქონლის განადგურების გარდა, სხვა შემთხვევაში შიდა გადამუშავების პროცედურა გამოიყენება, თუ არსებობს ამ პროცედურაში მოქცეული საქონლის (გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ც.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა) გადამუშავებულ პროდუქტში იდენტიფიკაციის შესაძლებლობა. ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს გამოყენებულ ეკვივალენტურ საქონელთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმების შესაძლებლობა.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, შიდა გადამუშავების პროცედურა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე: ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით მისი ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენი ოპერაციის განსახორციელებლად; ბ) იმ საქონლის მიმართ, რომელზედაც უნდა განხორციელდეს ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კოდექსის 117-ე მუხლის გათვალისწინებით, შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებით უცხოური საქონლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადამუშავების ერთი ან რამდენიმე ოპერაცია, რაც არ იწვევს: ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას; ბ) საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის. 2. საქონლის შეკეთებისა და საქონლის განადგურების გარდა, სხვა შემთხვევაში შიდა გადამუშავების პროცედურა გამოიყენება, თუ არსებობს ამ პროცედურაში მოქცეული საქონლის (გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ც.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა) გადამუშავებულ პროდუქტში იდენტიფიკაციის შესაძლებლობა. ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს გამოყენებულ ეკვივალენტურ საქონელთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმების შესაძლებლობა. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, შიდა გადამუშავების პროცედურა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე: ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით მისი ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენი ოპერაციის განსახორციელებლად; ბ) იმ საქონლის მიმართ, რომელზედაც უნდა განხორციელდეს ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1018919872 (დ…10131² (დ…116117614814515035142
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…საქართველოს საგადასახა…ნარჩენების მართვის კოდ…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…სამშენებლო პროდუქტების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა