Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 114

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 114. საბაჟო კონტროლის ზონაში მდებარე და მგზავრების მომსახურებისათვის განკუთვნილი უბაჟო ვაჭრობის პუნქტი

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საბაჟო კოდექსი
თემები:საბაჟო და აქციზიტრანსპორტისანქციებიკომერციული ქირავნობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹567

1.მგზავრების მომსახურებისათვის განკუთვნილი უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა (უბაჟო საცალო ვაჭრობა ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას) საბაჟო კონტროლის ზონაში ნებადართულია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის სატარიფო ღონისძიებების გატარების გარეშე.

2.უბაჟო ვაჭრობის პუნქტში შეიძლება გაიყიდოს ნებისმიერი საქონელი, გარდა იმ საქონლისა, რომლის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა აკრძალულია.

3.საქონელი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა შეზღუდულია, შეიძლება გაიყიდოს უბაჟო ვაჭრობის პუნქტში მხოლოდ იმ პირობით, თუ დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

4.„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვას 3 წლის ვადით გასცემს შემოსავლების სამსახური. ეს ნებართვა შეიძლება გაიცეს საქართველოს საწარმოზე, მუდმივ დაწესებულებაზე ან ინდივიდუალურ საწარმოზე.

4¹.აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა, მათ შორის: ა) ნებართვის მფლობელის საწარმოს სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას; ბ) ნებართვის მფლობელის საწარმოს გაყოფისას. 4 2 .თუ ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ხორციელდება ისეთი ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელის საწარმოს სრული საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში წარადგინოს შემოსავლების სამსახურში საბაჟო გარანტია, რომელშიც „პრინციპალის“ გრაფაში მიეთითება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება. წარდგენილი საბაჟო გარანტიის ვადა უნდა იყოს არანაკლებ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადისა.

5.უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, საჭიროა: ა) ნებართვის მაძიებელს არ ჰქონდეს საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება; ბ) ნებართვის მაძიებელმა წარადგინოს გარანტია, რომლის თანხა არ უნდა იყოს 50 000 ევროს ეკვივალენტ ლარზე ნაკლები; გ) ნებართვის მაძიებელმა წარადგინოს უბაჟო ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; დ) უბაჟო ვაჭრობის პუნქტი აკმაყოფილებდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. უბაჟო ვაჭრობის პუნქტის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6.უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია: ა) აწარმოოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვის ჟურნალი და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს იგი საბაჟო ორგანოს; ბ) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტალის დასრულებიდან 15 დღის ვადაში საბაჟო ორგანოს წარუდგენს ანგარიშს აღნიშნულ პერიოდში უბაჟო ვაჭრობის პუნქტში განხორციელებული ყველა ოპერაციის შესახებ; გ) განახორციელოს უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველყოფა თავისი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში; დ) ხელი შეუწყოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, რისთვისაც საბაჟო ორგანოს უბაჟო ვაჭრობის პუნქტში უსასყიდლოდ გამოუყოფს საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელ სათავსს, მოწყობილობებს და კავშირგაბმულობის საშუალებებს; ე) შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

7.უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 თავი XVIII საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მგზავრების მომსახურებისათვის განკუთვნილი უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა (უბაჟო საცალო ვაჭრობა ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას) საბაჟო კონტროლის ზონაში ნებადართულია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის სატარიფო ღონისძიებების გატარების გარეშე. 2. უბაჟო ვაჭრობის პუნქტში შეიძლება გაიყიდოს ნებისმიერი საქონელი, გარდა იმ საქონლისა, რომლის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა აკრძალულია. 3. საქონელი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა შეზღუდულია, შეიძლება გაიყიდოს უბაჟო ვაჭრობის პუნქტში მხოლოდ იმ პირობით, თუ დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 4. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვას 3 წლის ვადით გასცემს შემოსავლების სამსახური. ეს ნებართვა შეიძლება გაიცეს საქართველოს საწარმოზე, მუდმივ დაწესებულებაზე ან ინდივიდუალურ საწარმოზე. 4 1 . აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა, მათ შორის: ა) ნებართვის მფლობელის საწარმოს სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას; ბ) ნებართვის მფლობელის საწარმოს გაყოფისას. 4 2 .თუ ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ხორციელდება ისეთი ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელის საწარმოს სრული საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში წარადგინოს შემოსავლების სამსახურში საბაჟო გარანტია, რომელშიც „პრინციპალის“ გრაფაში მიეთითება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება. წარდგენილი საბაჟო გარანტიის ვადა უნდა იყოს არანაკლებ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადისა. 5. უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, საჭიროა: ა) ნებართვის მაძიებელს არ ჰქონდეს საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება; ბ) ნებართვის მაძიებელმა წარადგინოს გარანტია, რომლის თანხა არ უნდა იყოს 50 000 ევროს ეკვივალენტ ლარზე ნაკლები; გ) ნებართვის მაძიებელმა წარადგინოს უბაჟო ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; დ) უბაჟო ვაჭრობის პუნქტი აკმაყოფილებდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. უბაჟო ვაჭრობის პუნქტის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია: ა) აწარმოოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვის ჟურნალი და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს იგი საბაჟო ორგანოს; ბ) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტალის დასრულებიდან 15 დღის ვადაში საბაჟო ორგანოს წარუდგენს ანგარიშს აღნიშნულ პერიოდში უბაჟო ვაჭრობის პუნქტში განხორციელებული ყველა ოპერაციის შესახებ; გ) განახორციელოს უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველყოფა თავისი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში; დ) ხელი შეუწყოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, რისთვისაც საბაჟო ორგანოს უბაჟო ვაჭრობის პუნქტში უსასყიდლოდ გამოუყოფს საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელ სათავსს, მოწყობილობებს და კავშირგაბმულობის საშუალებებს; ე) შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 7. უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 თავი XVIII საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    ნებართვის გაცემის პირობებს დაემატა „დ“ ქვეპუნქტი პუნქტის შესაბამისობისა და მთავრობის დადგენილებით ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ; მე-6 პუნქტში ნებართვის მფლობელს დაემატა საბაჟო კონტროლისთვის სათავსისა და აღჭურვილობის უსასყიდლოდ გამოყოფის ვალდებულება, ხოლო ანგარიშში ოპერაციები განსაზღვრულია როგორც „განხორციელებული“.

  2. 1 აპრ. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    114-ე მუხლში ვაჭრობის ადრესატად ფიზიკური პირები დასახელდა, ამოღდა ადგილების ჩამონათვალი, შეიცვალა ნებართვის მფლობელთა წრე და დაემატა 4¹ და 4² პუნქტები; მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში გამკაცრდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.

  3. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    114-ე მუხლის მე-4 ნაწილში უბაჟო ვაჭრობის პუნქტის ნებართვის გამცემი ორგანო ახლა შემოსავლების სამსახურია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 113შემდეგი მუხლი 115

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თავისუფალი ვაჭრობის ზონის კონსულტაციასერვისის გვერდი
  • ლოჯისტიკის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • სავაჭრო სანქციების შესაბამისობასერვისის გვერდი
  • სავაჭრო ფართის იჯარასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №15

  • 3 ცვლილება · ბოლო 24 ივლ. 2009
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 109თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი
  • 29საბაჟო კონტროლის ზონა
  • 125საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 27 (დანართი 1)
  • 5 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 86 (დანართი 1)საქართველოს საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის მიწოდების აქციზისაგან გათავისუფლება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 194საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში უკანონო საწარმოო ან სხვა საქმიანობა

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 57საქართველოს საბაჟო საზღვარზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება
  • 13გამონაკლისები ამ კანონის მოქმედებიდან

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 5⁷საქმიანობის შემოწმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101945⁷86 (დ…5727 (დ…5 (და…51310929125114
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…სახელმწიფო საზღვრის რე…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…სურსათის/ცხოველის საკვ…ინტელექტუალურ საკუთრებ…