საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 116. ეკვივალენტური საქონლის გამოყენება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონელი საბაჟო ორგანოს თანხმობით შესაძლებელია შეიცვალოს საქართველოს საქონლით, თუ მისი აღწერილობა, ხარისხი, ტექნიკური მახასიათებლები და საბაჟო ღირებულება შეესაბამება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის შესაბამის მონაცემებს.

2.ეკვივალენტური საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი, ნაშთები ან/და ნარჩენები განიხილება, როგორც ამ თავის დებულებათა შესაბამისად საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოტანილი საქონლის გადამუშავების პროდუქტი, ნაშთები ან/და ნარჩენები.

3.ამ კოდექსის მიზნებისათვის ეკვივალენტურ საქონელს აქვს უცხოური საქონლის საბაჟო სტატუსი, ხოლო შემოტანილ საქონელს – საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსი.

4.ეკვივალენტური საქონლისაგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე. ასეთი საქონლის შემოტანის ვადებს ადგენს საბაჟო ორგანო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონელი საბაჟო ორგანოს თანხმობით შესაძლებელია შეიცვალოს საქართველოს საქონლით, თუ მისი აღწერილობა, ხარისხი, ტექნიკური მახასიათებლები და საბაჟო ღირებულება შეესაბამება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის შესაბამის მონაცემებს. 2. ეკვივალენტური საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი, ნაშთები ან/და ნარჩენები განიხილება, როგორც ამ თავის დებულებათა შესაბამისად საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოტანილი საქონლის გადამუშავების პროდუქტი, ნაშთები ან/და ნარჩენები. 3. ამ კოდექსის მიზნებისათვის ეკვივალენტურ საქონელს აქვს უცხოური საქონლის საბაჟო სტატუსი, ხოლო შემოტანილ საქონელს – საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსი. 4. ეკვივალენტური საქონლისაგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე. ასეთი საქონლის შემოტანის ვადებს ადგენს საბაჟო ორგანო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101151171531487116
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…