საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 117. საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავების პროდუქტებში

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქონლისა და განხორციელებული გადამუშავების ოპერაციების გათვალისწინებით გადამუშავების პროდუქტებში საქონლის იდენტიფიკაციისათვის დეკლარანტმა შესაძლებელია გამოიყენოს შემდეგი საშუალებები: ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის მონიშვნა შტამპით, ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით; ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის დაწვრილებითი აღწერა, მისი ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა; გ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლისა და მისი გადამუშავების პროდუქტის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევის ან ანალიზის შედეგების შედარება; დ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევ საქონელზე მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომრები ან სხვა მარკირება.

2.გადამუშავების პროდუქტებში საქონლის იდენტიფიკაციისათვის საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, აირჩიოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული და მისთვის მისაღები საშუალებები.

3.დეკლარანტის მოთხოვნითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით, საქონლის იდენტიფიკაცია შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებლების, აგრეთვე გადამუშავების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით ან საქონლის გადამუშავების ოპერაციაზე საბაჟო კონტროლის განხორციელებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქონლისა და განხორციელებული გადამუშავების ოპერაციების გათვალისწინებით გადამუშავების პროდუქტებში საქონლის იდენტიფიკაციისათვის დეკლარანტმა შესაძლებელია გამოიყენოს შემდეგი საშუალებები: ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის მონიშვნა შტამპით, ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით; ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის დაწვრილებითი აღწერა, მისი ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა; გ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლისა და მისი გადამუშავების პროდუქტის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევის ან ანალიზის შედეგების შედარება; დ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევ საქონელზე მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომრები ან სხვა მარკირება. 2. გადამუშავების პროდუქტებში საქონლის იდენტიფიკაციისათვის საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, აირჩიოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული და მისთვის მისაღები საშუალებები. 3. დეკლარანტის მოთხოვნითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით, საქონლის იდენტიფიკაცია შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებლების, აგრეთვე გადამუშავების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით ან საქონლის გადამუშავების ოპერაციაზე საბაჟო კონტროლის განხორციელებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹1219¹4 (და…51³ (დ…1441001506207117
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქონლის ადგილწარმოშობ…სასაქონლო ნიშნების შეს…ინტელექტუალურ საკუთრებ…სამხედრო და ორმაგი დან…სამშენებლო პროდუქტების…