Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 117

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 117. ეკვივალენტური საქონელი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ექსპორტის ლიცენზირებასაბაჟო და აქციზიექსპორტის კონტროლისატყეო საქმეაქტივების რეესტრის მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ეკვივალენტური საქონელი არის საქართველოს საქონელი, რომელიც შეიძლება შენახულ, გამოყენებულ ან გადამუშავებულ იქნეს სპეციალურ საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაცვლად.

2.გარე გადამუშავების პროცედურის შემთხვევაში ეკვივალენტური საქონელი არის უცხოური საქონელი, რომელიც შეიძლება გადამუშავდეს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონლის ნაცვლად.

3.ეკვივალენტურ საქონელს უნდა ჰქონდეს იგივე სეს ესნ-ის კოდი თერთმეტნიშნა დონეზე, ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც აქვს იმ საქონელს, რომელსაც იგი ანაცვლებს, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4.საბაჟო ორგანო პირის განცხადების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საბაჟო ზედამხედველობის მიზნისთვის უზრუნველყოფილი იქნება პროცედურის სათანადო განხორციელება, გასცემს ავტორიზაციას: ა) ეკვივალენტური საქონლის საბაჟო საწყობის, თავისუფალი ზონის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების, შიდა გადამუშავების ან გარე გადამუშავების პროცედურაში გამოყენებაზე; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში ეკვივალენტური საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში გამოყენებაზე; გ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად ეკვივალენტური საქონლისგან მიღებული გადამუშავებული პროდუქტის ჩასანაცვლებელი საქონლის შემოტანამდე გატანაზე; დ) გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად ეკვივალენტური საქონლისგან მიღებული გადამუშავებული პროდუქტის ჩასანაცვლებელი საქონლის გატანამდე შემოტანაზე.

5.მიიჩნევა, რომ საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი უზრუნველყოფს პროცედურის სათანადო განხორციელებას, თუ მის მიერ განსახორციელებელი ოპერაციები, რომლებშიც ეკვივალენტური საქონელი გამოიყენება, მითითებულია ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ ავტორიზაციაში.

6.ეკვივალენტური საქონლის გამოყენებაზე ავტორიზაცია არ შეიძლება გაიცეს, თუ: ა) შიდა გადამუშავების პროცედურაში გამოიყენება მხოლოდ ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები; ბ) საქართველოს მიერ უცხო ქვეყანასთან ან უცხო ქვეყნების ჯგუფთან გაფორმებული პრეფერენციული საერთაშორისო შეთანხმება ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვას შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ისეთი გადამუშავებული პროდუქტის საწარმოებლად გამოყენებული საქართველოს წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლისთვის, რომლისთვისაც იმავე შეთანხმების შესაბამისად გაიცემა ან გამოიწერება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი; გ) ეს გამოიწვევს იმპორტის გადასახადზე გაუმართლებელ შეღავათს ან დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.

7.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკვივალენტური საქონლის გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე შემთხვევები, როდესაც ეკვივალენტური საქონელი არ გამოიყენება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. თავი XIX. ტრანზიტის პროცედურა

რედაქციების შედარება

1. ეკვივალენტური საქონელი არის საქართველოს საქონელი, რომელიც შეიძლება შენახულ, გამოყენებულ ან გადამუშავებულ იქნეს სპეციალურ საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაცვლად. 2. გარე გადამუშავების პროცედურის შემთხვევაში ეკვივალენტური საქონელი არის უცხოური საქონელი, რომელიც შეიძლება გადამუშავდეს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონლის ნაცვლად. 3. ეკვივალენტურ საქონელს უნდა ჰქონდეს იგივე სეს ესნ-ის კოდი თერთმეტნიშნარვანიშნა დონეზე, ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც აქვს იმ საქონელს, რომელსაც იგი ანაცვლებს, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა. 4. საბაჟო ორგანო პირის განცხადების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საბაჟო ზედამხედველობის მიზნისთვის უზრუნველყოფილი იქნება პროცედურის სათანადო განხორციელება, გასცემს ავტორიზაციას: ა) ეკვივალენტური საქონლის საბაჟო საწყობის, თავისუფალი ზონის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების, შიდა გადამუშავების ან გარე გადამუშავების პროცედურაში გამოყენებაზე; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში ეკვივალენტური საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში გამოყენებაზე; გ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად ეკვივალენტური საქონლისგან მიღებული გადამუშავებული პროდუქტის ჩასანაცვლებელი საქონლის შემოტანამდე გატანაზე; დ) გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად ეკვივალენტური საქონლისგან მიღებული გადამუშავებული პროდუქტის ჩასანაცვლებელი საქონლის გატანამდე შემოტანაზე. 5. მიიჩნევა, რომ საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი უზრუნველყოფს პროცედურის სათანადო განხორციელებას, თუ მის მიერ განსახორციელებელი ოპერაციები, რომლებშიც ეკვივალენტური საქონელი გამოიყენება, მითითებულია ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ ავტორიზაციაში. 6. ეკვივალენტური საქონლის გამოყენებაზე ავტორიზაცია არ შეიძლება გაიცეს, თუ: ა) შიდა გადამუშავების პროცედურაში გამოიყენება მხოლოდ ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები; ბ) საქართველოს მიერ უცხო ქვეყანასთან ან უცხო ქვეყნების ჯგუფთან გაფორმებული პრეფერენციული საერთაშორისო შეთანხმება ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვას შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ისეთი გადამუშავებული პროდუქტის საწარმოებლად გამოყენებული საქართველოს წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლისთვის, რომლისთვისაც იმავე შეთანხმების შესაბამისად გაიცემა ან გამოიწერება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი; გ) ეს გამოიწვევს იმპორტის გადასახადზე გაუმართლებელ შეღავათს ან დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. 7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკვივალენტური საქონლის გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე შემთხვევები, როდესაც ეკვივალენტური საქონელი არ გამოიყენება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. თავი XIX. ტრანზიტის პროცედურა

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 18 აპრ. 2023
წინა მუხლი 116შემდეგი მუხლი 118

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ექსპორტის კონტროლის შესაბამისობასერვისის გვერდი
  • საბალანსო და საბაზრო ღირებულების შეჯერებასერვისის გვერდი
  • საბაჟო ბროკერაჟისერვისის გვერდი
  • საბაჟო კლასიფიკაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

5
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-04-18
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 116მუხლი 25

მიუთითებენ მასზე

მუხლი 107მუხლი 142მუხლი 146მუხლი 150მუხლი 138

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 153სტანდარტული გაცვლის სისტემა
  • 41საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი
  • 148გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენება

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 63ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის კრიტერიუმები
  • 62ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაცია

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 57საქართველოს საბაჟო საზღვარზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 189აქციზის ჩათვლა
  • 258საკონტროლო შესყიდვა

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 6საქონლის სპეციფიკაცია

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 3სასაქონლო ნიშანი

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10189571162510714214615013815341148636117
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…რადიაციული დაცვის, ბირ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს საგადასახა…საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025