1.საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის დეკლარანტისაბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს გამოსავლიანობის ნორმას და საჭიროებისამებრ მისი გაანგარიშების მეთოდს იმ ფაქტობრივი პირობებიდან გამომდინარე, რომლებშიც ხორციელდება საქონლის გადამუშავება, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2.დეკლარანტთან გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შეთანხმებისას საბაჟო ორგანო ითვალისწინებს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, საბაჟო ლაბორატორიების) დასკვნებს, რომლებიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს.
3.თუ საქონლის გადამუშავების ოპერაციას აქვს მუდმივი მახასიათებლები და იგი ხორციელდება განსაზღვრული ტექნიკური პირობების დაცვით, რის შედეგადაც იწარმოება იმავე ხარისხის გადამუშავების პროდუქტი, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილი, კომპეტენტური ორგანოები საბაჟო მიზნებიდან გამომდინარე ადგენენ გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის სტანდარტულ ნორმებს.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის დეკლარანტი საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს გამოსავლიანობის ნორმას და საჭიროებისამებრ მისი გაანგარიშების მეთოდს იმ ფაქტობრივი პირობებიდან გამომდინარე, რომლებშიც ხორციელდება საქონლის გადამუშავება, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.2. დეკლარანტთან გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შეთანხმებისას საბაჟო ორგანო ითვალისწინებს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, საბაჟო ლაბორატორიების) დასკვნებს, რომლებიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს.3. თუ საქონლის გადამუშავების ოპერაციას აქვს მუდმივი მახასიათებლები და იგი ხორციელდება განსაზღვრული ტექნიკური პირობების დაცვით, რის შედეგადაც იწარმოება იმავე ხარისხის გადამუშავების პროდუქტი, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილი, კომპეტენტური ორგანოები საბაჟო მიზნებიდან გამომდინარე ადგენენ გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის სტანდარტულ ნორმებს. მუხლი 121. საბაჟო ვალდებულების განსაზღვრა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას თუ გადაუმუშავებელი საქონლის ან/და გადამუშავების პროდუქტის მიმართ (გარდა ამ კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა): ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, გადასახდელი თანხა განისაზღვრება: ა.ა) გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით; ა.ბ) გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – გამოსავლიანობის ნორმის შესაბამისად ამ პროდუქტის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის გადამუშავების პროდუქტისთვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით; ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის პირობების დარღვევისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, კერძოდ, დაიკარგა (გარდა ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა) ან უკანონოდ იქნა განკარგული გადაუმუშავებელი საქონელი ან გადამუშავების პროდუქტი, გადასახდელი თანხა განისაზღვრება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე ამ კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით გაანგარიშებულ თანხასა და გამოსავლიანობის ნორმის შესაბამისად ამ პროდუქტის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე ამ კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მიღებული ან მისაღები გადამუშავების პროდუქტისთვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით გაანგარიშებულ თანხას შორის უდიდესი თანხით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030ტექსტი უცნობია
1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010ტექსტი უცნობია
31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010ტექსტი უცნობია
1 იან. 2010 – 31 მარ. 2010ტექსტი უცნობია
19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.