Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 129

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 129. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების სპეციალური დებულებანი

რედაქცია №245 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ტრანსფერული ფასწარმოქმნატრანსსასაზღვრო გადასახადებიკრიპტო გადასახადებიშერწყმა-შეძენის გადასახადებიფიზიკური პირების კრიპტო სამართლებრივი დახმარებასაგადასახადო დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში გააკეთოს ახსნა-განმარტება, რის საფუძველზე თვლის თავის მიერ მიღებულ მოგებას ამ კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საბაზრო პრინციპის შესაბამისად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია წარმოადგინოს საკმარისი ინფორმაცია და ანალიზი საკუთარი ახსნა-განმარტების გასამყარებლად და იმის შესამოწმებლად, რამდენად შეესაბამება მის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები ამ კოდექსის 127-ე მუხლის პირველ ნაწილს.

2.თუ საწარმოს, რომელიც იბეგრება საქართველოში, და მის ურთიერთდამოკიდებულ საწარმოს შორის განხორციელებული ოპერაციის პირობებში სხვა ქვეყნის საგადასახადო ორგანომ შეიტანა შესწორება, რომლის შედეგადაც ამ ქვეყანაში დაიბეგრა მოგების ის ნაწილი, რომელიც უკვე დაბეგრილი იყო საქართველოში, და ამ ქვეყანასთან საქართველოს დადებული აქვს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება, მაშინ საქართველოს საგადასახადო ორგანო საქართველოს გადამხდელი საწარმოს მოთხოვნის საფუძველზე გადაამოწმებს, შეესაბამება თუ არა შეტანილი შესწორება საბაზრო პრინციპს. თუ საგადასახადო ორგანო დაასკვნის, რომ ზემოაღნიშნული შესწორება შეესაბამება საბაზრო პრინციპს, იგი შეიტანს შესაბამის შესწორებას და განახორციელებს საქართველოს გადამხდელი საწარმოს გადასახადის თანხის კორექტირებას.

3.საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდები და მათი გამოყენება, დამოუკიდებელი ოპერაციის შედარებადობის განსაზღვრა, ოპერაციის კორექტირების განხორციელების წესი, ოპერაციის მხარეთა მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარსადგენი ინფორმაცია, დოკუმენტთა ნუსხა, საბაზრო ფასების თაობაზე ინფორმაციის წყაროები, ფასების დიაპაზონის გამოყენების წესი, ამ თავის მიზნებისთვის გამოსაყენებელი ვადები და სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4.საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შემოწმება ხორციელდება ამ თავის დებულებათა შესაბამისად, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.

წინა მუხლი 128შემდეგი მუხლი 129¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რეგულატორული ანგარიშგება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აღმასრულებელი ხელმძღვანელის კომპენსაციის სტრუქტურირება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების რეგულირება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო ინვესტორის პერსპექტივიდან ქართული ბაზრის ანალიზი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №245

6
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 127

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საბაჟო… 207საქართველოს საბაჟო… 209საქართველოს საბაჟო… 231საქართველოს საბაჟო… 130საქართველოს საბაჟო… 185საქართველოს საბაჟო… 210

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 127საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების ზოგადი პრინციპები
  • 128საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდები
  • 129¹საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა
  • 21⁴⁹საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 38გარიგების ფასის მეთოდი
  • 95ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მიერ იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშება
  • 55ზოგადი დებულებები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 34მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება
  • 33¹გადახდის ოპერაცია, როდესაც გადახდის თანხა წინასწარ ცნობილი არ არის

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 16¹ერთი ან მეტი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ეკონომიკურ სანქციებში საქართველოს მონაწილეობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით ან ეფუძნება გაეროს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყ

დაზღვევის შესახებ

  • 29სამსახურის თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული, კონფიდენციალური და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶207209231130185210127128129¹3416¹389555129
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…საგადახდო სისტემისა და…სამხედრო და ორმაგი დან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026