ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

მუხლი 7. დემპინგის დადგენა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიავთანდილ კუჭავა

1.ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში მსგავსი პროდუქტის გაყიდვის მოცულობა, რომელიც განკუთვნილია ექსპორტიორი ქვეყნის ადგილობრივი ბაზრისთვის, ნორმალური ღირებულების განსაზღვრისთვის საკმარის მოცულობად ჩაითვლება, თუ მსგავსი პროდუქტის გაყიდვის მოცულობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შესწავლის ობიექტის გაყიდვების 5 პროცენტია ან 5 პროცენტზე მეტია. მიუხედავად ამისა, მსგავსი პროდუქტის გაყიდვის უფრო ნაკლები მოცულობა ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში საკმარის მოცულობად ჩაითვლება, თუ ეს მოცულობა შესადარებელი ფასის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

2.თუ ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში ექსპორტიორ ქვეყანაში მსგავსი პროდუქტი არ იყიდება ან არასაკმარისი მოცულობით იყიდება ან/და თუ ბაზრის განსაკუთრებული მდგომარეობის გამო მსგავსი პროდუქტის გაყიდვები სწორი შედარების საშუალებას არ იძლევა, დემპინგური ზღვარი უნდა დადგინდეს: ა) მსგავსი პროდუქტის შესადარებელ ფასზე, როდესაც პროდუქტი ექსპორტირებულია მესამე ქვეყანაში, იმ პირობით, რომ ამ ფასის გამოთვლის წესი თვალსაჩინოა როგორც პროდუქტის სახეობის, ისე გარიგებების რაოდენობის მიმართ; ბ) წარმოშობის ქვეყანაში წარმოების ღირებულებაზე, რომელსაც დაემატება ადმინისტრაციული, გაყიდვების და სხვა ხარჯები, აგრეთვე მოგება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18164¹18572 (დ…62164038371321127
მნიშვნელობით ახლოსვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…კონკურენციის შესახებპროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა