Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 37

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 37. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი დებულებები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:საერთაშორისო კონტრაქტებისაბაჟო და აქციზიბრენდის და გუდვილის შეფასებაინტელექტუალური საკუთრების შეფასებასატრანსპორტო საშუალებების შეფასებაკომერციული უძრავი ქონების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსისა და „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად.

2.საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

3.ის ფაქტი, რომ საქონელი გაყიდვის საგანია და დეკლარირებულია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, საკმარისია იმისთვის, რომ ეს საქონელი მიჩნეულ იქნეს საქართველოში საექსპორტოდ გაყიდულად. თუ საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვის შემდეგ განხორციელდა ამ საქონლის გადაყიდვა (მათ შორის, საბაჟო საწყობში), საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის გამოიყენება მისი საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვის ფასი.

4.ამ თავის მიზნებისთვის პირები ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიიჩნევიან, თუ: ა) ისინი მართავენ ერთმანეთის ბიზნესს (არიან სამეწარმეო სუბიექტის მართვის უფლებამოსილების მქონე პირები); ბ) ისინი არიან კანონიერად აღიარებული საქმიანი პარტნიორები (სამეწარმეო ინტერესით დაკავშირებული პირები); გ) ისინი არიან დამსაქმებელი და დასაქმებული; დ) მესამე პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან აკონტროლებს ორივე პირის ხმის უფლების მქონე აქციების 5 ან 5-ზე მეტ პროცენტს ან მესამე პირს აქვს აღნიშნული აქციების 5 ან 5-ზე მეტი პროცენტი; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) მათ პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) ისინი ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.

5.ამ თავის მიზნებისთვის საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირები, რომელთაგან ერთი არის მეორის ექსკლუზიური აგენტი, დისტრიბუტორი ან კონცესიონერი, ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიიჩნევიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

6.შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება შემდეგი მეთოდებით: ა) გარიგების ფასის მიხედვით (პირველი მეთოდი); ბ) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მეორე მეთოდი); გ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მესამე მეთოდი); დ) საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით (მეოთხე მეთოდი); ე) შედგენილი ღირებულების მიხედვით (მეხუთე მეთოდი); ვ) სარეზერვო მეთოდით (მეექვსე მეთოდი).

7.ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება. დეკლარანტს უფლება აქვს, შეცვალოს ამ მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების გამოყენების რიგითობა.

8.საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვის შემდეგ, მის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევამდე ამ საქონლის მესამე ქვეყანაში გამოყენება შეიძლება გახდეს საქონლის საბაჟო ღირებულების გარიგების ფასის მიხედვით განსაზღვრაზე უარის თქმის საფუძველი.

9.საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასი არის მთლიანი თანხა, რომელიც მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა ან/და უნდა გადაუხადოს ან/და გამყიდველის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს. აღნიშნული ფასი მოიცავს ყველა გადახდას, როგორც პირდაპირს, ისე არაპირდაპირს, რომლებიც საქონლის გაყიდვის პირობებია.

10.საქონლის წარმოშობის ქვეყანაში ან საქონლის ექსპორტის ქვეყანაში გადახდილი არაპირდაპირი გადასახადის თანხა საქონლის საბაჟო ღირებულებაში არ შეიტანება.

11.თუ საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მომენტისთვის: ა) საქონლის ფასი ფაქტობრივად ან სრულად გადახდილი არ არის, მისი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება სრულად გადასახდელი ფასი; ბ) საქონლის საბოლოო გადასახდელი ფასი ფაქტობრივად გადახდილ ან/და გადასახდელ ფასზე მაღალია, მისი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საბოლოო გადასახდელი ფასი; გ) საქონლის საბოლოო გადასახდელი ფასი ფაქტობრივად გადახდილ ან/და გადასახდელ ფასზე დაბალია, მისი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად დეკლარანტის განცხადების საფუძველზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბოლოო გადასახდელი ფასი, თუ ეს თავდაპირველი კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულებაა.

12.თუ დეკლარირებული საქონელი ერთი ტრანზაქციით შეძენილი სასაქონლო პარტიის ნაწილია, საქონლის გარიგების ფასი ისეთივე პროპორციით უნდა შეეფარდებოდეს მთლიანი სასაქონლო პარტიის ფასს, როგორითაც დეკლარირებული საქონლის რაოდენობა შეეფარდება მთლიანი სასაქონლო პარტიის რაოდენობას. ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი პროპორციულად განაწილდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის ნაწილი დაიკარგა.

13.საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ თავის დებულებები გამოიყენება აგრეთვე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე მის მიმართ სხვა საბაჟო პროცედურის გამოყენების ან საქონლის გამოყენების მიზნის შეცვლის შემთხვევაში.

წინა მუხლი 36შემდეგი მუხლი 38

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერის გამოსვლის ფასის (exit price) განსაზღვრასერვისის გვერდი
  • ბრენდის ღირებულების შეფასება (Brand Valuation)სერვისის გვერდი
  • კომპანიის წილის საბაზრო ღირებულების შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 7

მიუთითებენ მასზე

გადასახადების ადმი… 29

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 38გარიგების ფასის მეთოდი
  • 42შედგენილი ღირებულების მეთოდი
  • 43სარეზერვო მეთოდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 18საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები
  • 164¹დასაბეგრი თანხა საბაჟო პროცედურების დროს
  • 73ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 11საექსპორტო ფასი
  • 7დემპინგის დადგენა
  • 12ფასების სამართლიანი შედარება

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 5გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველი

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 6საქონლის სპეციფიკაცია

სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

  • 14საბირჟო ვაჭრობის წესები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14518164¹7329738424311712637
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…სანოტარო მოქმედებათა შ…საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025