საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 137. საქონლის გადამუშავების ვადები

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტი საქონლის გადამუშავების ვადას განსაზღვრავს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.

2.საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატანად.

3.წინასწარ განსაზღვრული ვადა დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს ერთჯერადად, არა უმეტეს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადისა.

4.საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად გატანისას – ამ საბაჟო რეჟიმში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.

5.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებული განსაზღვრული მოქმედებისათვის ან ცალკეული საქონლის გადამუშავებისათვის დაადგინოს კონკრეტული ვადები.

6.გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საქონლის გადამუშავების ვადის დარღვევით ან გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოუტანლობა, გარდა ამ კოდექსის 148-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ჩაითვლება რეჟიმის პირობების დარღვევად და გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტი საქონლის გადამუშავების ვადას განსაზღვრავს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. 2. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატანად. 3. წინასწარ განსაზღვრული ვადა დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს ერთჯერადად, არა უმეტეს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადისა. 4. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად გატანისას – ამ საბაჟო რეჟიმში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან. 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებული განსაზღვრული მოქმედებისათვის ან ცალკეული საქონლის გადამუშავებისათვის დაადგინოს კონკრეტული ვადები. 6. გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საქონლის გადამუშავების ვადის დარღვევით ან გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოუტანლობა, გარდა ამ კოდექსის 148-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ჩაითვლება რეჟიმის პირობების დარღვევად და გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    137-ე მუხლს დაემატა მე-6 ნაწილი, რომლის მიხედვით გადამუშავების ვადის დარღვევით შემოტანა ან პროდუქტის შემოუტანლობა რეჟიმის პირობების დარღვევაა და 247-ე მუხლით დაისჯება.

  2. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    137-ე მუხლის მესამე ნაწილით წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელება დეკლარანტის განცხადებით ერთჯერადია და არა უმეტეს პირველი ნაწილის ვადისა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
214101712476251081³ (დ…1² (დ…151146147137
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…თავისუფალი ინდუსტრიული…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საგადასახა…