საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 138. გამოსავლიანობის ნორმა და მისი გაანგარიშების მეთოდის განსაზღვრა

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის დეკლარანტი საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს გამოსავლიანობის ნორმას და საჭიროებისამებრ მისი გაანგარიშების მეთოდს იმ ფაქტობრივი პირობებიდან გამომდინარე, რომლებშიც ხორციელდება საქონლის გადამუშავება, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2.დეკლარანტთან გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შეთანხმებისას საბაჟო ორგანო ითვალისწინებს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, საბაჟო ლაბორატორიების) დასკვნებს, რომლებიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს.

3.თუ საქონლის გადამუშავების ოპერაციას აქვს მუდმივი მახასიათებლები და იგი ხორციელდება განსაზღვრული ტექნიკური პირობების დაცვით, რომლის შედეგადაც იწარმოება იმავე ხარისხის გადამუშავების პროდუქტი, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილი, კომპეტენტური ორგანოები საბაჟო მიზნებიდან გამომდინარე ადგენენ გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის სტანდარტულ ნორმებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის დეკლარანტი საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს გამოსავლიანობის ნორმას და საჭიროებისამებრ მისი გაანგარიშების მეთოდს იმ ფაქტობრივი პირობებიდან გამომდინარე, რომლებშიც ხორციელდება საქონლის გადამუშავება, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. დეკლარანტთან გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შეთანხმებისას საბაჟო ორგანო ითვალისწინებს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, საბაჟო ლაბორატორიების) დასკვნებს, რომლებიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს. 3. თუ საქონლის გადამუშავების ოპერაციას აქვს მუდმივი მახასიათებლები და იგი ხორციელდება განსაზღვრული ტექნიკური პირობების დაცვით, რომლის შედეგადაც იწარმოება იმავე ხარისხის გადამუშავების პროდუქტი, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილი, კომპეტენტური ორგანოები საბაჟო მიზნებიდან გამომდინარე ადგენენ გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის სტანდარტულ ნორმებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
73136129143148377138138
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს საგადასახა…