საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 171. დაბრუნებული საქონლის დაბეგვრა

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონლის, რომელიც საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 კალენდარული წლის ვადაში, ხოლო საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში – გადამუშავების ვადის გასვლამდე უცვლელ მდგომარეობაში დაუბრუნდა დეკლარანტს, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჩაითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა).

2.საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებსა და დეკლარანტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა გააგრძელოს ერთი კალენდარული წლით.

3.თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე იგი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაბრუნებული საქონელი შემოტანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცვლელ მდგომარეობაში და იმავე მიზნით.

4.თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონელი სხვა მიზნითაა შემოტანილი, ამ საქონლის იმპორტის გადასახდელების ოდენობა უნდა შემცირდეს იმ ოდენობით, რომელიც გადახდილი იყო თავისუფალ მიმოქცევაში საქონლის პირველად გაშვებისას.

5.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან არ თავისუფლდება საქონელი: ა) რომელიც გატანილი იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საქონლის მდგომარეობა არ შეიცვალა მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემდეგ; ბ) რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები.

6.ამ მუხლით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნებულია იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იგი იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონლის, რომელიც საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 კალენდარული წლის ვადაში, ხოლო საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში – გადამუშავების ვადის გასვლამდე უცვლელ მდგომარეობაში დაუბრუნდა დეკლარანტს, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჩაითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა). 2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებსა და დეკლარანტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა გააგრძელოს ერთი კალენდარული წლით. 3. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე იგი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაბრუნებული საქონელი შემოტანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცვლელ მდგომარეობაში და იმავე მიზნით. 4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონელი სხვა მიზნითაა შემოტანილი, ამ საქონლის იმპორტის გადასახდელების ოდენობა უნდა შემცირდეს იმ ოდენობით, რომელიც გადახდილი იყო თავისუფალ მიმოქცევაში საქონლის პირველად გაშვებისას. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან არ თავისუფლდება საქონელი: ა) რომელიც გატანილი იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საქონლის მდგომარეობა არ შეიცვალა მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემდეგ; ბ) რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები. 6. ამ მუხლით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნებულია იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იგი იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  2. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    171-ე მუხლის პირველ ნაწილში გადამუშავების რეჟიმში მოქცეულ გადაუმუშავებელ საქონელზე დაბრუნების ვადად დადგინდა გადამუშავების ვადის გასვლა; დანარჩენ შემთხვევაში 3 კალენდარული წელი რჩება.

  3. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    171-ე მუხლის პირველ ნაწილში დაბრუნებული საქართველოს საქონლის შემოტანა ახლა იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევად ითვლება, თუმცა იმპორტის გადასახდელები (საბაჟო მოსაკრებლის გარდა) მაინც არ გადაიხდევინება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10137172230263265270⁵163¹16818172 (დ…75⁶ (…107152160171
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…თავისუფალი ინდუსტრიული…გადასახადების ადმინისტ…