საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 186. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის დეკლარირებისას

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე (გარდა ამ კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან, თუ იგი: ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას; ბ) მოექცა იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში.

2.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატან საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო ორგანოში წინასწარ წარდგენილი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, თუ იგი: ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას; ბ) მოექცა იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულ საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებით ვალდებული პირები არიან დეკლარანტი და საქონლის მესაკუთრე. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე (გარდა ამ კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან, თუ იგი: ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას; ბ) მოექცა იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმშირეჟიმში. 2. ანსაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატან საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო ორგანოში წინასწარ წარდგენილი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, თუ იგი: ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას; ბ) მოექცა იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულადნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში და ამ რეჟიმის ვადა გაგრძელდა. 2.რეჟიმში. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილითდა მე-2 ნაწილებით განსაზღვრულ საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებით ვალდებული პირები არიან დეკლარანტი და საქონლის მესაკუთრე. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი შემოიფარგლა ნაწილობრივი გათავისუფლებით დროებითი შემოტანით; დაემატა ახალი მე-2 ნაწილი წინასწარ წარდგენილი დეკლარაციით შემოსატანი საქონლის შესახებ, ვალდებული პირების ნორმა კი მე-3 ნაწილია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4163¹53165²474951186
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ამნისტიისა და არადეკლა…