საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 185. გარანტიის გაუქმება ან შესრულება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ არ წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, შესრულდა საბაჟო ვალდებულება ან შეწყდა მისი წარმოშობის საფუძვლები, საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი გარანტიები უქმდება.

2.თუ საბაჟო დავალიანება ნაწილობრივ დაფარულია ან საბაჟო დავალიანება შესაძლოა წარმოიშვას მხოლოდ საბაჟო გადასახდელების უზრუნველყოფილი თანხის ნაწილზე, ვალდებული პირის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე საგარანტიო თანხის ნაწილი ექვემდებარება გაუქმებას.

3.დადგენილ ვადაში საბაჟო გადასახდელების თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შესრულება საბაჟო გადასახდელების თანხისა და საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღიდან დარიცხული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის გადახდით. თავი XXVII საბაჟო ვალდებულების წარმოშობა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ არ წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, შესრულდა საბაჟო ვალდებულება ან შეწყდა მისი წარმოშობის საფუძვლები, საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი გარანტიები უქმდება. 2. თუ საბაჟო დავალიანება ნაწილობრივ დაფარულია ან საბაჟო დავალიანება შესაძლოა წარმოიშვას მხოლოდ საბაჟო გადასახდელების უზრუნველყოფილი თანხის ნაწილზე, ვალდებული პირის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე საგარანტიო თანხის ნაწილი ექვემდებარება გაუქმებას. 3. დადგენილ ვადაში საბაჟო გადასახდელების თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შესრულება საბაჟო გადასახდელების თანხისა და საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღიდან დარიცხული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის გადახდით. თავი XXVII საბაჟო ვალდებულების წარმოშობა მუხლი 186. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის დეკლარირებისას 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე (გარდა ამ კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან, თუ იგი: ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას; ბ) მოექცა იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში. 2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატან საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო ორგანოში წინასწარ წარდგენილი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, თუ იგი: ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას; ბ) მოექცა იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულ საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებით ვალდებული პირები არიან დეკლარანტი და საქონლის მესაკუთრე. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12918758199¹88931712912925425024817 (დ…616058185
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სამოქალაქო…