საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 61. საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის ან უკვე განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებისათვის დადგენილი ვადები

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ საქონელზე განხორციელებულია ზოგადი დეკლარირება, საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის საჭირო საბაჟო პროცედურები უნდა განხორციელდეს: ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით; ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.

2.საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენდარული დღით.

3.ამ მუხლის მიზნებისათვის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის საჭირო საბაჟო პროცედურებში იგულისხმება საქონლისა და საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამავე კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო დამუშავების ოპერაცია, პირის მოთხოვნით შეიძლება დროებით დასაწყობდეს არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა. დროებითი შენახვის ვადის აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის მიზნით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელზე. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 კარი V საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციები თავი XIII ზოგადი დებულებანი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ საქონელზე განხორციელებულია ზოგადი დეკლარირება, საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის საჭირო საბაჟო პროცედურები უნდა განხორციელდეს: ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით; ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით. 2. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენდარული დღით. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის საჭირო საბაჟო პროცედურებში იგულისხმება საქონლისა და საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამავე კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო დამუშავების ოპერაცია, პირის მოთხოვნით შეიძლება დროებით დასაწყობდეს არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა. დროებითი შენახვის ვადის აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის მიზნით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელზე. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 კარი V საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციები თავი XIII ზოგადი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 აპრ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 25 მარ. 2008 – 1 აპრ. 2009 ტექსტი უცნობია

  2. 9 აგვ. 2006 – 1 იან. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  2. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    61-ე მუხლის მე-4 ნაწილში 3 თვის ნაცვლად დადგინდა 90 კალენდარული დღე და დაემატა გამონაკლისი ექსპორტის რეჟიმში მოქცეული საქონლისთვის.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13²1615662168356¹ (…75¹⁶ …51² (დ…1467815161
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…სამშენებლო პროდუქტების…გადასახადების ადმინისტ…