სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1² (დანართი 1). პროცედურები სამშენებლო პროდუქტების იმპორტისას

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 8 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იმპორტის გზით ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართით განსაზღვრული სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის (გარდა ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების 30 კგ-მდე საერთო წონის სამშენებლო პროდუქტისა, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის) იმპორტიორი ვალდებულია სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით შემოსავლების სამსახურსა და სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

2.შემოსავლების სამსახური ვალდებულია შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართით განსაზღვრული სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარმოდგენილი დადასტურებული − „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“.

3.თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საქონლის მიმართ საბაჟო ორგანოს  გადაწყვეტილებით ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.

4.შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და  რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს სამშენებლო პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით საა­­გენ­ტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსე­ბო­ბისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს სამშენებლო პროდუქტი ამ რეგლამენტის 1 3 მუხლით გათვალისწინებული, სამშენებლო პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.

5.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი სამშენებლო პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №541 - ვებგვერდი, 14.11.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 ივნისის დადგენილება №292 - ვებგვერდი, 21.06.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №446 – ვებგვერდი, 06.09.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 იანვრის დადგენილება №7 – ვებგვერდი, 09.01.2020წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აპრილის დადგენილება №156 – ვებგვერდი, 19.04.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ოქტ. 2018 – 15 ნოე. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61019825³ (…56¹ (…13⁶12 (დ…1³ (დ…25 (დ…651611371² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსამშენებლო პროდუქტების…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…თავისუფალი ინდუსტრიული…გადასახადების ადმინისტ…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა