საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 84. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საბაჟო კონტროლის ზონაში უცხოური საქონლის (გარდა თავისუფალი ზონიდან შემოტანილი საქონლისა) მიმართ შემოსავლების სამსახური ახორციელებს: ა) სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ და „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად; ბ) სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ და „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად; გ) (ამოღებულია).

2.სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლისა და სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

3.საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას შემოსავლების სამსახური ახორციელებს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  2. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან გადატანილია ახალ მე-3 პუნქტში, რომელიც კონტროლის განმახორციელებლად შემოსავლების სამსახურს ასახელებს.

  3. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    84-ე მუხლის შესავალი ახლებურად ჩამოყალიბდა გაშვებამდე საბაჟო კონტროლის ზონაში მყოფ უცხოურ საქონელზე; „გ“ ქვეპუნქტი მიუთითებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონზე და დაემატა მე-2 პუნქტი ერთობლივი ბრძანების შესახებ.

  4. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    84-ე მუხლში სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ახლა შემოსავლების სამსახურია, საბაჟო დეპარტამენტის ნაცვლად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
276143157231931 (დ…957015784
მნიშვნელობით ახლოსსურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საბაჟო კოდ…სურსათად/ცხოველის საკვ…ნარჩენების იმპორტის, ე…