Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 83

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 83. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები)

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საბაჟო კოდექსი
თემები:ბრენდის დაცვასატყეო საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებია (ნიშნებია) შტამპები, ბეჭდები და ნიშანდების სხვა საშუალებები, რომლებსაც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადებს საქონელს, სატრანსპორტო საშუალებას ან შენობა-ნაგებობას მათი ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მიზნით. თითოეულ ობიექტზე შეიძლება საბაჟო იდენტიფიკაციის რამდენიმე საშუალების (ნიშნის) დადება.

2.საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის ან მათში მოთავსებული საქონლის ხელშეუხებლობასა და საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) დაუზიანებლობაზე პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის მფლობელი. აკრძალულია საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) მოხსნა/მოცილება საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, გარდა ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოშობილი აუცილებლობისას სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად.

3.საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, აღიაროს საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლითაც ნიშანდებულია საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ან/და შენობა-ნაგებობა საქონლის გამგზავნის, გადამზიდველის ან დეკლარანტის ანდა სხვა ვალდებული პირის ან უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიერ აღიარებული საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებები ცვლის საქართველოში დადგენილ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს).

4.საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს დაინტერესებული პირის დასწრება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) დადებისას ან/და მოხსნისას/მოცილებისას.

5.საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) ისე უნდა იქნეს დადებული, რომ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სპეციალურ დოკუმენტში ან/და საბაჟო დეკლარაციაში გააკეთოს აღნიშვნა თავის მიერ დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) შესახებ.

6.სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს დაზიანებული ან დაკარგული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) თაობაზე და ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის გატეხვის კვალის ან სხვა რაიმე დაზიანების აღმოჩენის შესახებ.

7.საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობისა და საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების აღიარების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებია (ნიშნებია) შტამპები, ბეჭდები და ნიშანდების სხვა საშუალებები, რომლებსაც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადებს საქონელს, სატრანსპორტო საშუალებას ან შენობა-ნაგებობას მათი ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მიზნით. თითოეულ ობიექტზე შეიძლება საბაჟო იდენტიფიკაციის რამდენიმე საშუალების (ნიშნის) დადება. 2. საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის ან მათში მოთავსებული საქონლის ხელშეუხებლობასა და საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) დაუზიანებლობაზე პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის მფლობელი. აკრძალულია საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) მოხსნა/მოცილება საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, გარდა ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოშობილი აუცილებლობისას სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად. 3. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, აღიაროს საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლითაც ნიშანდებულია საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ან/და შენობა-ნაგებობა საქონლის გამგზავნის, გადამზიდველის ან დეკლარანტის ანდა სხვა ვალდებული პირის ან უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიერ აღიარებული საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებები ცვლის საქართველოში დადგენილ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს). 4. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს დაინტერესებული პირის დასწრება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) დადებისას ან/და მოხსნისას/მოცილებისას. 5. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) ისე უნდა იქნეს დადებული, რომ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სპეციალურ დოკუმენტში ან/და საბაჟო დეკლარაციაში გააკეთოს აღნიშვნა თავის მიერ დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) შესახებ. 6. სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს დაზიანებული ან დაკარგული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) თაობაზე და ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის გატეხვის კვალის ან სხვა რაიმე დაზიანების აღმოჩენის შესახებ. 7. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობისა და საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების აღიარების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 მუხლი 84. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საბაჟო კონტროლის ზონაში უცხოური საქონლის (გარდა თავისუფალი ზონიდან შემოტანილი საქონლისა) მიმართ შემოსავლების სამსახური ახორციელებს: ა) სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ და „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად; ბ) სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ და „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად; გ) (ამოღებულია). 2. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლისა და სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 3. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას შემოსავლების სამსახური ახორციელებს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    მე-3 პუნქტში გაფართოვდა აღიარებადი საშუალებების წყარო (გამგზავნი, გადამზიდველი, დეკლარანტი, სხვა ვალდებული პირი), ხოლო მე-7 პუნქტით აღიარების წესი მინისტრის ბრძანებას დაექვემდებარა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 82შემდეგი მუხლი 84

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საბაჟოზე (IPR)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბაჟო კლასიფიკაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №15

  • 1 ცვლილება · ბოლო 24 ივლ. 2009
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 100საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება
  • 166საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება
  • 27საბაჟო კონტროლი და რისკის მართვა

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 11¹საქონლის მითითება და კლასიფიკაცია
  • 19¹სასაქონლო ნიშნის დაყოფა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 21 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელის აღრიცხვის ბარათები და ფორმები
  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა
  • 61¹ (დანართი 1)ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების მინიჭების წესი

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 27 (დანართი 1)
  • 5 (დანართი 1)

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 82გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცება და დამოწმება
  • 94პროდუქტის ნიშანდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹19¹21 (დ…17 (დ…61¹ (…829427 (დ…5 (და…1001662783
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…სასაქონლო ნიშნების შეს…გადასახადების ადმინისტ…სახელმწიფო საზღვრის რე…პროდუქტის უსაფრთხოების…