საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 92¹¹. კამერალური ან გასვლითი საბაჟო შემოწმების აქტი

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კამერალური ან გასვლითი საბაჟო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა აღინიშნოს: ა) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი (დასახლებული პუნქტის დასახელება); ბ) შემმოწმებელ პირთა ვინაობა და თანამდებობა; გ) შემოწმების ფორმალური საფუძველი (საბაჟო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის ბრძანება ან მოსამართლის ბრძანება (თარიღი და ნომერი)); დ) შემოწმების ვადა და პროგრამა; ე) შესამოწმებელი სუბიექტის ვინაობა (დასახელება), საიდენტიფიკაციო ნომერი, სასამართლო და საგადასახადო რეგისტრაციის თარიღები და ნომრები, სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში); ვ) შესამოწმებელი სუბიექტისათვის მისი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ განმარტებითი ბარათის ჩაბარების ფაქტი (გასვლითი საბაჟო შემოწმებისას); ზ) შესამოწმებელი სუბიექტის მხრიდან შემოწმებაში მონაწილე პირთა (დირექტორი (ხელმძღვანელი), ბუღალტერი, აუდიტორი, ადვოკატი და სხვა) ვინაობა და თანამდებობა (გასვლითი საბაჟო შემოწმებისას); თ) შემოწმების ფაქტობრივი საფუძვლები და მათი დასაბუთება; ი) შემოწმების შედეგები შემოწმების პროგრამის თითოეული პუნქტის მიხედვით – დეკლარანტის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების დაცვის მოთხოვნებისა და საბაჟო ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ ამის დადგენა შესაძლებელია), გადასახადის ოდენობა, საურავებისა და ჯარიმების გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა; აქტის დანართების შინაარსი; კ) ის საკითხები, რომლებსაც არ ეთანხმება დეკლარანტი (გასვლითი საბაჟო შემოწმებისას); ლ) მთლიანად გადასახდელი ან მისაღები თანხა – ძირითადი ვალდებულება, ჯარიმა, საურავი.

2.კამერალური ან გასვლითი საბაჟო შემოწმების აქტს ხელს აწერენ: ა) საბაჟო ორგანოს მხრიდან – საბაჟო შემოწმების ჯგუფის წევრები; ბ) დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მხრიდან – დირექტორი (ხელმძღვანელი), ბუღალტერი, აუდიტორი, ადვოკატი, თუ ისინი მონაწილეობდნენ შემოწმებაში. თუ დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მხარემ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე (გასვლითი საბაჟო შემოწმებისას), აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

3.თუ საბაჟო შემოწმების სპეციფიკა მოითხოვს შემოწმების რამდენიმე ეტაპად ჩატარებას, ყოველი ეტაპის შემდეგ დგება შუალედური აქტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5226726326418 (დ…17 (დ…21 (დ…20 (დ…11 (დ…96139992¹¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სარკინიგზო…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს გარემოს და…