Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 264

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 264. გასვლითი საგადასახადო შემოწმება

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:საგადასახადო აუდიტიგასვლის დაგეგმვადღგ - დამატებული ღირებულების გადასახადი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2.გადასახადის გადამხდელს შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა ეგზავნება შეტყობინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

3.შემოწმება უნდა დაიწყოს გადასახადის გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში შემოწმება ვერ დაიწყო, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება.

4.გასვლითი საგადასახადო შემოწმებით შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სრული ან თემატური შემოწმება.

5.გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეიძლება მოიცავდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის მიმდინარე კონტროლის პროცედურებსაც.

6.გასვლითი საგადასახადო შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა.

7.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას შემმოწმებლებს შეუქმნას ისეთივე სამუშაო პირობები, როგორიც, ჩვეულებრივ, არსებობს გადასახადის გადამხდელთან.

8.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის სათანადო წესით დამოწმებული ასლი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ამოიღოს აღნიშნული დოკუმენტის დედანი, რომელიც გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულებისთანავე უბრუნდება გადასახადის გადამხდელს. დოკუმენტაციის ამოღების შემთხვევაში ფორმდება ამოღების ოქმი.

9.თუ დაწყებული საგადასახადო შემოწმების გაგრძელება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების გამო, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შემოწმების შეჩერების შესახებ. საგადასახადო შემოწმება განახლდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების აღმოფხვრისთანავე. საგადასახადო შემოწმების ვადის დინება განახლდება აღნიშნული შემოწმების გაგრძელების დღიდან.

10.თუ საგადასახადო შემოწმების სპეციფიკა მოითხოვს შემოწმების რამდენიმე ეტაპად ჩატარებას, ყოველი ეტაპის შემდეგ დგება შუალედური აქტი. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 4 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 4 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    264-ე მუხლის მე-2 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: გასვლითი შემოწმების შეტყობინება გადამხდელს ეგზავნება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით; დაწყებამდე 10 სამუშაო დღის ვადა უცვლელია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 263შემდეგი მუხლი 265

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გასვლის სტრატეგიის კონსულტაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაცვა საგადასახადო აუდიტის დროსსერვისის გვერდი
  • დღგ-ს საგადასახადო დიაგნოსტიკა და აუდიტისერვისის გვერდი
  • საგადასახადო შემოწმების მომზადებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2011
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 44მუხლი 69

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 265გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება
  • 299საგადასახადო დავის დაწყება
  • 257¹საგადასახადო მონიტორინგი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 109 (დანართი 1)ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის პირობები
  • 56¹ (დანართი 1)საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა
  • 4 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მაღალმთიან რეგიონებში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 50სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 24საგადახდო დავალების მიღება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁶⁵პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის წესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 61საპროცესო ვადის დამთავრება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 676გადამზიდველის ვალდებულება ტვირთის მიღებისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁶⁵616764469265299257¹109 (…56¹ (…4 (და…24750264
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…პერსონალურ მონაცემთა დ…საგადახდო სისტემისა და…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026