საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 92¹². საბაჟო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გადაწყვეტილების მიღება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ დეკლარანტი ან/და სხვა ვალდებული პირი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით ან მას საერთოდ არ ახორციელებს, ანდა დოკუმენტაცია დაკარგულია ან/და განადგურებულია, რის გამოც შეუძლებელია საბაჟო დეკლარირებისას საბაჟო ორგანოში დარეგისტრირებული მონაცემების სისწორის დადგენა, საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრა, მაშინ საბაჟო ორგანოს საბაჟო ვალდებულების ოდენობის, საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების სისწორის დადგენის მიზნით უფლება აქვს დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საბაჟო ვალდებულება განსაზღვროს საბაჟო ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.

2.საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას საბაჟო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციების თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის, საქონლის კლასიფიკაციის, საქონლის წარმოშობის, საბაჟო ღირებულების, გამოსავლიანობის ნორმის შეცვლის შესახებ.

3.მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს ეგზავნება „შეტყობინება“ საბაჟო გადასახდელის ვადაგადაცილებული დავალიანების, საბაჟო სანქციების თანხის გადახდის, გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის შესახებ ან იმ საბაჟო სანქციის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

4.საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების ასლი და „შეტყობინება“ ბარდება დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს, ან მათ წარმომადგენელს.

5.თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისათვის დეკლარანტი ან/და სხვა ვალდებული პირი ან დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის – საწარმოს/ორგანიზაციის თანამდებობის პირი ექვემდებარება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას, საბაჟო შემოწმების ჩამტარებელი საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება ხდება საბაჟო ორგანოების მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

6.საბაჟო შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით. პირის მიმართ საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების საკითხი განიხილება, როდესაც საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დადგინდება, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედება არ შეიცავს დანაშაულის შემადგენლობას.

7.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე საბაჟო ორგანო ახორციელებს ცვლილებებს საბაჟო დეკლარაციაში.

8.საქონლის გაშვების შემდგომ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 თავი XV საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი)

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    შემოღებულია შემოწმების მასალებზე გადაწყვეტილების, შეტყობინების, სამართალდარღვევის ოქმისა და დეკლარაციაში ცვლილების წესი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
67926843735 (და…21 (დ…17 (დ…1796161792¹²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს სამოქალაქო…