საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 92⁷. ექსპერტიზა

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჭიროების შემთხვევაში გასვლითი საბაჟო შემოწმების დროს შეიძლება მოწვეულ იქნეს ექსპერტი.

2.ექსპერტიზა ინიშნება, თუ საბაჟო შემოწმებისას წამოჭრილი საკითხები მოითხოვს სპეციალურ სიღრმისეულ ცოდნას.

3.ექსპერტის წინაშე დასმული საკითხები და მისგან მოთხოვნილი დასკვნები არ უნდა გასცდეს ექსპერტის სპეციალური ცოდნის ფარგლებს.

4.ექსპერტიზა ინიშნება საბაჟო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით.

5.პირი ექსპერტად მოიწვევა ხელშეკრულების საფუძველზე.

6.ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებულ შემოწმების მასალებს და დააყენოს შუამდგომლობა დამატებითი მასალების წარმოსადგენად. ექსპერტმა შეიძლება უარი თქვას დასკვნის გაცემაზე, თუ მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნის გასაცემად ან თუ დასმული საკითხები სცდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს.

7.ექსპერტიზის დანიშვნისას და ჩატარებისას დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს: ა) წარადგინოს დამატებითი საკითხები და მიიღოს მათ შესახებ ექსპერტის დასკვნა; ბ) დაესწროს ექსპერტიზას და განმარტებები მისცეს ექსპერტს; გ) გაეცნოს ექსპერტის დასკვნას.

8.საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ბრძანება გააცნოს დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს, განუმარტოს ამ კოდექსით გათვალისწინებული მისი უფლებები და შეადგინოს შესაბამისი ოქმი.

9.ექსპერტი თავისი სახელით გასცემს წერილობით დასკვნას. ექსპერტის დასკვნაში აღინიშნება მის მიერ ჩატარებული გამოკვლევები, გამოკვლევების შედეგად გამოტანილი დასკვნები და დასმულ კითხვებზე დასაბუთებული პასუხები. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი დაადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, მას უფლება აქვს აღნიშნული გარემოებების შესახებ ფაქტები ჩართოს თავის დასკვნაში.

10.ექსპერტის დასკვნა ან განცხადება დასკვნის გაცემის შეუძლებლობის შესახებ წარედგინება დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს. დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს მისცეს ახსნა-განმარტებები ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით, აგრეთვე მოითხოვოს ექსპერტისათვის დამატებითი კითხვების დასმა ან დამატებითი ანდა განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა საკუთარი ხარჯით.

11.დამატებითი ექსპერტიზა ინიშნება ექსპერტის დასკვნის არასაკმარისი სიცხადისა და სისრულის შემთხვევაში და მისი ჩატარება ევალება იმავე ან სხვა ექსპერტს.

12.განმეორებითი ექსპერტიზა ინიშნება, თუ ექსპერტის დასკვნა დაუსაბუთებელია ან მისი სისწორე საეჭვოა. განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება ევალება სხვა ექსპერტს.

13.დამატებითი ან/და განმეორებითი ექსპერტიზა ინიშნება ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით.

14.ექსპერტის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42¹128625716816217134521461441492⁷
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…არბიტრაჟის შესახებსაექიმო საქმიანობის შე…სასაქონლო ნიშნების შეს…