Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასაქონლო ნიშნების შესახებმუხლი 12

სასაქონლო ნიშნების შესახებ

მუხლი 12. სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024
თემები:სავაჭრო ნიშნის ძიებასავაჭრო ნიშნის რეგისტრაციასავაჭრო ნიშნის დავებიIP სტრატეგიაბრენდის დაცვაინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹456

1.სასაქონლო ნიშნის განაცხადზე „საქპატენტი“ ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას და არსობრივ ექსპერტიზას.

2.საქპატენტს უფლება აქვს, განმცხადებელს მოსთხოვოს ექსპერტიზისთვის საჭირო დამატებითი მასალა. დამატებითი მასალა საქპატენტს წარედგინება მის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 2 თვეს. ეს ვადა აითვლება განმცხადებლისთვის შესაბამისი შეტყობინების ჩაბარების დღიდან. მისი დარღვევისას საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

3.განაცხადი, რომელიც საქონლის ორ ან ორზე მეტ დასახელებას შეიცავს, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ განაცხადად პირველ განაცხადში მითითებული საქონლის თითოეულ განაცხადზე გადანაწილებით, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. საქონელი განაცხადებში ისე უნდა გადანაწილდეს, რომ არ მოხდეს გამოყოფილ განაცხადებში მითითებული საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა. გამოყოფილ განაცხადებს უნარჩუნდება პირველი განაცხადის შეტანის თარიღი.

3¹.განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს სხვადასხვა საქონლისთვის წარდგენილი იდენტური სასაქონლო ნიშნების ორი ან ორზე მეტი განაცხადის გაერთიანება. განაცხადების გაერთიანებისას თითოეულ განაცხადში მითითებულ საქონელს უნარჩუნდება შესაბამისი განაცხადის პრიორიტეტის თარიღი.

4.სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებული ინფორმაცია საჯაროა შესაბამისი განაცხადის შეტანისთანავე.

5.განმცხადებელს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი განაცხადის განხილვის შეჩერება დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. შეჩერების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს; ბ) გაეცნოს ექსპერტიზის დროს გამოყენებულ მასალას და მოითხოვოს მისი ასლი; გ) განაცხადზე პრიორიტეტის დადგენამდე შეავსოს, შეცვალოს, შეასწოროს ან დააზუსტოს განაცხადის მასალა. პრიორიტეტის დადგენის შემდეგ აღნიშნული ცვლილებები დასაშვებია მხოლოდ დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისა. ამასთანავე, სასაქონლო ნიშნის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ ისეთი უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც არ აფართოებს მისი დაცვის ფარგლებს, ხოლო საქონლის ჩამონათვლის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ მისი შეზღუდვა ან დაზუსტება; დ) გამოითხოვოს განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე; ე) დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ აღადგინოს საქმისწარმოება განაცხადზე. განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა დასაშვებია, თუ მისი შეწყვეტა მოხდა განაცხადის მონაცემების გამოქვეყნებამდე, ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.

6.განაცხადის გაფორმებისა და წარდგენის, ექსპერტიზის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების, პროცედურული ვადების შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა წესები განისაზღვრება „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს საქპატენტის თავმჯდომარე. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ. საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3743 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.383 საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 სექ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2024· გამოქვეყნდა 7 მარ. 2024
  2. 5 ნოე. 2010
  3. 4 იან. 2006

    მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შეჩერების 3-თვიანი ზღვარი საერთო ვადად ჩამოყალიბდა; შემდეგ ქვეპუნქტში განისაზღვრა ნიშნისა და ჩამონათვლის ცვლილების დასაშვები ფარგლები, ხოლო დაემატა „ე“ ქვეპუნქტი საქმისწარმოების აღდგენის უფლების შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11¹შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რისკის შეფასება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრენდის სავაჭრო მარკის დაცვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრენდის ღირებულების შეფასება (Brand Valuation)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია (EUIPO)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 დეკ. 2024 · №12

  • 3 ცვლილება · ბოლო 7 მარ. 2024
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 15

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 9განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე
  • 15¹სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა
  • 11პრიორიტეტი

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 8განაცხადის ექსპერტიზა
  • 7ცვლილება საქონლის სპეციფიკაციაში

დიზაინის შესახებ

  • 14განაცხადის ექსპერტიზა
  • 16ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 32განაცხადის ექსპერტიზა
  • 42¹გამოგონების პატენტის ხელახალი ექსპერტიზა

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 24

ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

  • 12განაცხადის განხილვა, გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3242¹1513915¹111214162478712
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…საქონლის ადგილწარმოშობ…დიზაინის შესახებინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს საპატენტო …ცხოველთა და მცენარეთა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 დეკ. 2024 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026