Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საპატენტო კანონიმუხლი 42¹

საქართველოს საპატენტო კანონი

მუხლი 42¹. გამოგონების პატენტის ხელახალი ექსპერტიზა

რედაქცია №10კონსოლიდირებული · 15 მაი. 2024

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №11 (27.10.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №10 (15.05.2024), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

თემები:საპატენტო დავებიპატენტის რეგისტრაციაჯანდაცვის ტექნოლოგიებიინტელექტუალური საკუთრების დანაშაულებისაპატენტო სტრატეგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ნებისმიერ პირს აქვს უფლება, პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში მიმართოს საქპატენტს პატენტის ბათილად ცნობის მიზნით და მოითხოვოს საქპატენტის მიერ გაცემულ გამოგონების პატენტზე ან ვალიდირებულ ევროპულ პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება.

2.გამოგონების პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) წერილობითი დასაბუთება იმისა, რომ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პატენტის ბათილად ცნობის საფუძველი; ბ) ყველა დოკუმენტი, რომლებსაც დაინტერესებული მხარე ეყრდნობოდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაბუთების შედგენისას. ამასთანავე, თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები უცხოურ ენაზეა წარდგენილი, დაინტერესებული მხარე ვალდებულია 1 თვის ვადაში წარადგინოს მათი ქართული თარგმანი. მისი წარუდგენლობის შემთხვევაში უცხოურ ენაზე წარდგენილი დოკუმენტები წარდგენილად არ მიიჩნევა.

3.გამოგონების პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში პატენტის მფლობელს უფლება აქვს, წარადგინოს წერილობითი შეპასუხება, რომელიც გათვალისწინებული იქნება გამოგონების პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების დროს.

4.საქპატენტი გამოგონების პატენტზე ჩატარებული ხელახალი ექსპერტიზის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, თუ დადგინდა, რომ: ა) პატენტის საგანი პატენტუნარიანი არ არის; ბ) პატენტი გამოგონებას არ აღწერს ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება; გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც, ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გამოგონებად არ მიიჩნევა; დ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც, ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პატენტი არ გაიცემა; ე) პატენტის საგანი სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცდება შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს; ვ) პატენტით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოვდა.

5.პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში და შეიტანება რეესტრში.

6.გამოგონების პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში მიმართოს საქპატენტს პატენტის ბათილად ცნობის მიზნით და მოითხოვოს საქპატენტის მიერ გაცემულ გამოგონების პატენტზე ან ვალიდირებულ ევროპულ პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება. 2. გამოგონების პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) წერილობითი დასაბუთება იმისა, რომ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პატენტის ბათილად ცნობის საფუძველი; ბ) ყველა დოკუმენტი, რომლებსაც დაინტერესებული მხარე ეყრდნობოდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაბუთების შედგენისას. ამასთანავე, თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები უცხოურ ენაზეა წარდგენილი, დაინტერესებული მხარე ვალდებულია 1 თვის ვადაში წარადგინოს მათი ქართული თარგმანი. მისი წარუდგენლობის შემთხვევაში უცხოურ ენაზე წარდგენილი დოკუმენტები წარდგენილად არ მიიჩნევა. 3. გამოგონების პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში პატენტის მფლობელს უფლება აქვს, წარადგინოს წერილობითი შეპასუხება, რომელიც გათვალისწინებული იქნება გამოგონების პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების დროს. 4. საქპატენტი გამოგონების პატენტზე ჩატარებული ხელახალი ექსპერტიზის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, თუ დადგინდა, რომ: ა) პატენტის საგანი პატენტუნარიანი არ არის; ბ) პატენტი გამოგონებას არ აღწერს ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება; გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც, ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გამოგონებად არ მიიჩნევა; დ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც, ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პატენტი არ გაიცემა; ე) პატენტის საგანი სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცდება შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს; ვ) პატენტით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოვდა. 5. პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში და შეიტანება რეესტრში. 6. გამოგონების პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 მაი. 2000 – 24 მაი. 2010 მუხლი კანონში არ იყო

  2. 24 თებ. 1999 – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2023

    ბიულეტენში გამოსაქვეყნებელი და რეესტრში შესატანი მონაცემები ახლა ეხება პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობას და არა გაუქმებას; რეესტრთან დაკავშირებით ახალი ფორმულირებაა „შეიტანება“.

  2. 24 მაი. 2010

    ახალი 42¹ მუხლი ქმნის გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის პროცედურას, რომლის შედეგადაც პატენტი შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ გაუქმდეს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 42შემდეგი მუხლი 43

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პატენტის დარღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბიოტექნოლოგიური პატენტის განაცხადებისერვისის გვერდი
  • გამოგონების შეფასებასერვისის გვერდი
  • პატენტის განაცხადებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 მაი. 2024 · №10

  • 2 ცვლილება · ბოლო 1 ივნ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 16მუხლი 17

მიუთითებენ მასზე

მუხლი 57

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 57პატენტის ბათილად ცნობა
  • 32განაცხადის ექსპერტიზა
  • 24განაცხადი

დიზაინის შესახებ

  • 22¹დიზაინის ხელახალი ექსპერტიზა
  • 17არსობრივი ექსპერტიზა
  • 14განაცხადის ექსპერტიზა

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 8განაცხადის ექსპერტიზა
  • 7ცვლილება საქონლის სპეციფიკაციაში

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 12სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 52ექსპერტის უფლება-მოვალეობანი
  • 144ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 24

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5716173224125214422¹1714248742¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებსაქონლის ადგილწარმოშობ…სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს სისხლის სა…ცხოველთა და მცენარეთა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 მაი. 2024 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 4 ნოე. 2026