Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 6

„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 6. წარმომადგენლის დანიშვნა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაცხადის საქპატენტში წარდგენისას ან განაცხადის წარდგენის შემდეგ ერთი თვის ვადაში, განმცხადებელს უფლება აქვს  დანიშნოს წარმომადგენელი (პატენტრწმუნებული) წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.

2.წარმომადგენელზე (პატენტრწმუნებულზე) გაცემული მინდობილობა უნდა შეიცავდეს: ა) მარწმუნებლის სახელსა და გვარს (სახელწოდებას), იურიდიულ მისამართს; ფიზიკური პირის შემთხვევაში მარწმუნებლისა და რწმუნებულის (გარდა პატენტრწმუნებულებისა)  პირად ნომერს; იურიდიული პირის შემთხვევაში, საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ)  წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) უფლებამოსილების ფარგლებს; გ)  მინდობილობის შედგენის თარიღსა და ადგილს; დ) მარწმუნებლის ხელმოწერას; ე) მინდობილობის მოქმედების ვადას. თუ ვადა აღნიშნული არ არის, მინდობილობა ძალაშია მარწმუნებლის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტამდე.

3.მინდობილობა ფორმდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ის არის შედგენილი.

4.უცხოელი განმცხადებლი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ან  რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია საქპატენტის მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში დანიშნოს წარმომადგენლად (პატენტრწმუნებულად) საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გაეგზავნება მისთვის განკუთვნილი ყველა საბუთი. უცხოელი განმცხადებელი წარმომადგენელზე (პატენტრწმუნებულზე) მინდობილობას გასცემს უშუალოდ თვითონ ან სათანადო უფლებამოსილების მქონე რწმუნებულის მეშვეობით. თუ განმცხადებლი არ შეასრულებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, საქპატენტი იხსნის ვალდებულებას საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მხარისათვის გაგზავნის თაობაზე.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 14 სექ. 2021
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2024-06-26 · №4

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2021-09-14
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 22¹პატენტრწმუნებულის დანიშვნა
  • 22(ამოღებულია)
  • 24განაცხადი

დიზაინის შესახებ

  • 11განაცხადი

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 31იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელსაც საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი ამ კანონის ამოქმედებამდე მიენიჭა
  • 7პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებები
  • 12რეესტრი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 96წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 88წარმომადგენლის დანიშვნის სავალდებულოობა
  • 89წარმომადგენლის სავალდებულო დანიშვნა განმცხადებლის მიერ

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 9განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე

ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

  • 11განაცხადი და მისი განსახილველად წარდგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22¹222491188899611317126
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…სასაქონლო ნიშნების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2024