Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებმუხლი 7

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

მუხლი 7. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 29 მაი. 2024
თემები:ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებაპატენტის რეგისტრაციაკინო და ტელევიზიასპონსორობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული უფლებამოსილია წარმოადგინოს ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში, სხვა სახელმწიფო ორგანოსა და მესამე პირთან ურთიერთობებში და გაუწიოს მას სხვა მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

2.სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული უფლებამოსილია წარმოადგინოს ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში, სხვა სახელმწიფო ორგანოსა და მესამე პირთან ურთიერთობებში და გაუწიოს მას სხვა მომსახურება სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის მიმართულებით.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებები მოიცავს: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევასა და ძიების წარმოებას, მარწმუნებლის წარმომადგენლობას საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში, სხვა სახელმწიფო ორგანოსა და მესამე პირთან ურთიერთობებში, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის, საერთაშორისო განაცხადისა (PCT) და საერთაშორისო რეგისტრაციის მოსაპოვებლად საჭირო განაცხადის შედგენას, რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტისთვის დუბლიკატის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შედგენას, დამცავი დოკუმენტების მისაღებად და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ძალის შესანარჩუნებლად აუცილებელი ქმედებების განხორციელებას, შესაბამისი უფლებების გადასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენას, სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებას, რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე განაცხადის შედგენას და უფლებების დაცვისა და განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელებას, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

4.პატენტრწმუნებული პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს მარწმუნებელთან დადებული ხელშეკრულების ან/და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

5.პატენტრწმუნებული საქპატენტში წარმომადგენლობის განხორციელებისას ვალდებულია წარადგინოს განმცხადებლის ან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელის მიერ გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტელექტუალური საკუთრების სამართალწარმოება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტალანტის წარმომადგენლობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საპატენტო წარმოებასერვისის გვერდი
  • ტალანტის წარმომადგენლობასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-05-29

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 6პატენტრწმუნებული
  • 2ტერმინთა განმარტება
  • 31იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელსაც საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი ამ კანონის ამოქმედებამდე მიენიჭა

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 22¹პატენტრწმუნებულის დანიშვნა
  • 22(ამოღებულია)
  • 22²პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • 3საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები
  • 23პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვება გარდამავალ პერიოდში
  • 1საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანი

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 3—

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 98წარმომადგენლის უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22¹2222²9832623132317
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს საპატენტო …საქართველოს პატენტრწმუ…საქონლის ადგილწარმოშობ…ცხოველთა და მცენარეთა …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 მაი. 2024