„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 12¹ (დანართი 1). განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ განაცხადზე საქმისწარმოება შეწყდა განმცხადებლის მოთხოვნით, საქპატენტის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის ან საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ ამ ინსტრუქციით დადგენილი პროცედურული ვადების დარღვევის გამო, განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელს უფლება აქვს, დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ მოითხოვოს განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა. ამ წესით აღდგენილ განაცხადს უნარჩუნდება პრიორიტეტის თარიღი.

2.განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენის საფასურთან ერთად განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს ექსპერტიზის შესაბამისი ეტაპისთვის დადგენილი საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმისწარმოების აღდგენის შესახებ განცხადება დარჩება განუხილველი.

3.განაცხადზე საქმისწარმოებას საქპატენტი აღადგენს შესაბამისი მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ. თავი III განაცხადის ექსპერტიზა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 14 სექ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 აგვ. 2018 – 14 სექ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4642¹541213661822112465812¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საპატენტო …საქონლის ადგილწარმოშობ…დიზაინის შესახებცხოველთა და მცენარეთა …უძრავ ნივთებზე უფლებათ…სასაქონლო ნიშნების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა