„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 21 (დანართი 1). განაცხადის მონაცემების გამოქვეყნება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბიულეტენში ქვეყნდება: ა) საქმის ნომერი; ა ​1 ) გამოქვეყნების ნომერი; ბ) განაცხადის შეტანის თარიღი; გ) პირველი განაცხადის ნომერი; დ) პირველი განაცხადის შეტანის თარიღი; ე) პირველი განაცხადის მიმღები ქვეყნის/უწყების კოდი; ვ) განმცხადებლის სახელი და გვარი/სახელწოდება და იურიდიული მისამართი; ზ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლო; თ) მითითებული ფერი ან ფერთა კომბინაცია; ი) საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც მოითხოვება რეგისტრაცია.

2.სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის მონაცემები ქვეყნდება საერთაშორისო ბიუროს  ჟურნალში.

3.საერთაშორისო განაცხადით წარდგენილი სიმბოლოს საქართველოში დაცვის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთ თვეში ბიულეტენში დამატებით ქვეყნდება საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღი. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება №5  - ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 27 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7331¹75¹4215931424¹191115 (დ…22 (დ…41121 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშანზე განა…სასაქონლო ნიშნების შეს…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებპატენტით დაცული გამოგო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა