საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 11. გამოქვეყნება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილისალომე კობერიძე

1.ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში საქპატენტი საქონლის სპეციფიკაციას აქვეყნებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომ − ბიულეტენი), თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და 1 ადგილობრივ გაზეთში (არსებობის შემთხვევაში).

2.საქპატენტის მიერ მიღებული უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებისთვის ან გეოგრაფიული აღნიშვნისთვის დაცვის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე ბიულეტენში ქვეყნდება საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ქართულად ტრანსლიტერირებული ფორმა, საქონლის კატეგორია და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი (არსებობის შემთხვევაში).

3.საქპატენტის მიერ ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული აღნიშვნის ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე ბიულეტენში ქვეყნდება აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა, საქონლის კატეგორია და აღნიშვნის აღიარების ნომერი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31¹401591716192530139753111
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქონლის ადგილწარმოშობ…სასაქონლო ნიშნების შეს…დიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …ცხოველთა და მცენარეთა …საქართველოს პატენტრწმუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა