„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 15 (დანართი 1). არსობრივი ექსპერტიზა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განმცხადებელმა განაცხადის განსახილველად მიღების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს არსობრივი ექსპერტიზისა და გამოქვეყნებისათვის დადგენილი საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება, რის თაობაზეც წერილობით ეცნობება განმცხადებელს.

2.არსობრივი ექსპერტიზა შეიძლება შეჩერდეს: ა) ადრინდელი პრიორიტეტის მქონე დაპირისპირებული სიმბოლოს რეგისტრაციაზე გამოტანილი გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე; ბ) განმცხადებლის მოთხოვნით ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადით; გ) ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ვადით; დ) დაპირისპირებული ნიშნის რეგისტრაციის გაუქმებიდან 6 თვის გასვლამდე დარჩენილი ვადით, თუ არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის დაპირისპირებული ნიშნის რეგისტრაცია გაუქმებულია; ე) დაპირისპირებული სიმბოლოს განაცხადზე ფორმალური ექსპერტიზის გადაწყვეტილების ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გასაჩივრებისათვის დადგენილი სამთვიანი ვადის გასვლამდე ან, განმცხადებლის მიერ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

3.არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს, არსებობს თუ არა წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 ან/და მე-5 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლები.

4.იმისათვის, რომ დადგინდეს, არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ -„ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ/რეგისტრირებულ მცენარის ახალ ჯიშებს, გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ/რეგისტრირებულ დიზაინს, საქართველოში დაცულ/რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებს და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს.

5.შედარების დროს სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება №5  - ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 27 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35141322144172322¹11 (დ…16 (დ…19 (დ…4 (და…5 (და…20 (დ…21 (დ…15 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშანზე განა…სასაქონლო ნიშნების შეს…დიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა