„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 22 (დანართი 1). სასაქონლო ნიშნების რეესტრის მონაცემების გამოქვეყნება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის  შესაბამისად გამოქვეყნებულმა განაცხადის მონაცემებმა არ განიცადა ცვლილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე, რეგისტრაციის დღიდან ერთი თვის ვადაში ბიულეტენში ქვეყნდება: რეგისტრაციის ნომერი, რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის თარიღი, განაცხადის შეტანის თარიღი და საქმის ნომერი.

2.თუ ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებულმა განაცხადის  მონაცემებმა განიცადა ცვლილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე, რეგისტრაციის დღიდან ერთი თვის ვადაში ბიულეტენში ქვეყნდება: რეგისტრაციის ნომერი, რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრაციის მოქმედების გასვლის თარიღი, განაცხადის შეტანის თარიღი, საქმის ნომერი და განაცხადის ის მონაცემები, რომლებმაც განიცადა ცვლილება.

3.ამ ინსტრუქციის 24-ე და 25-ე მუხლის შესაბამისად რეესტრში შეტანილი ცვლილებები ქვეყნდება მომდევნო ბიულეტენში. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 14 სექ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31¹4015171919282121 (დ…51171822 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშანზე განა…სასაქონლო ნიშნების შეს…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა