„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 28 (დანართი 1). სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქპატენტი აუქმებს ნიშნის რეგისტრაციას ნიშნის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

2.კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, საქპატენტი აუქმებს ნიშნის რეგისტრაციას, თუ წარდგენილი იქნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საბუთი მემკვიდრ(ეებ)ის ან, იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი უფლებამონაცვლის არარსებობის შესახებ.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქპატენტი ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 14 სექ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 აგვ. 2018 – 14 სექ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
54402738⁹2927¹742828¹981728 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…დიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …მაუწყებლობის შესახებინტელექტუალურ საკუთრებ…საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა