დიზაინის შესახებ

მუხლი 28¹. დიზაინის მფლობელის უფლებების აღდგენა ვადის დაუცველობის/დარღვევის შემთხვევაში

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დიზაინის რეგისტრაციის ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაუქმებისას დიზაინის რეგისტრაციის აღდგენა დასაშვებია, თუ: ა) დიზაინის მფლობელი საქპატენტს დიზაინის რეგისტრაციის აღდგენის შესახებ მოთხოვნას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს; ბ) დიზაინის მფლობელის მიერ საქპატენტისთვის წარდგენილ მოთხოვნაში მითითებულია ვადის დაუცველობის/დარღვევის მიზეზი და ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება; გ) დადგინდება, რომ ვადა სათანადო ზომების მიღების მიუხედავად ან უნებლიედ დაირღვა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა საქპატენტს წარედგინება იმ ვადაში, რომელიც უფრო ადრე ამოიწურება: ა) 2 თვის ვადაში იმ მიზეზის აღმოფხვრიდან, რომელმაც ვადის დაუცველობა/დარღვევა გამოიწვია; ბ) 12 თვის ვადაში ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გასვლის თარიღიდან.

3.საქპატენტი დიზაინის რეგისტრაციის აღდგენის შესახებ მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს დიზაინის მფლობელის მიერ ვადის დაუცველობის/დარღვევის შემთხვევაში მფლობელის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასურის გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

4.ვადის დაუცველობის/დარღვევის შემთხვევაში მფლობელის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასური გადაიხდება დიზაინის რეგისტრაციის აღდგენის შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნა განუხილველი დარჩება.

5.დიზაინის მფლობელს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე უარი არ შეიძლება ეთქვას მისთვის საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობის მიცემის გარეშე.

6.დიზაინის რეგისტრაციის აღდგენის შესახებ ინფორმაცია შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში.

7.ამ მუხლით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. ( ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1765 - ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 ივლ. 2010 – 1 სექ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 14 ივლ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5446730135411⁶152822¹291328¹
მნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …საქონლის ადგილწარმოშობ…,,მეწარმეთა და არასამე…საჯარო სამართლის იურიდ…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა