ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 9. საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 21 თებ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამსახური საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას აუქმებს: ა) განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე, თუ იგი ადასტურებს, რომ საქონელი კონტრაფაქციული არ არის; ბ) თუ სამსახურმა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ; გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

2.განმცხადებელი ვალდებულია შეასრულოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენისას ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად აღებული ვალდებულება მას შემდეგ, რაც მიეცემა შეჩერებული საქონლის შემოწმების საშუალება და სამსახურის ან/და განმცხადებლის ეჭვის საფუძვლიანობა ვერ დადგინდება.

3.ამ კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტით ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეჩერების შესახებ შეტყობინების მიღებიდან საქონლის შენახვის ხარჯები განმცხადებელს ეკისრება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35199¹267²44045761010219161579
მითითებამნიშვნელობით ახლოსინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს სამოქალაქო…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…მომხმარებლის უფლებების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა