დიზაინის შესახებ

მუხლი 28. დიზაინის რეგისტრაციის გაუქმება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ნინო ლიპარტია

1.დიზაინის რეგისტრაციას აუქმებს საქპატენტი: ა) დიზაინის მფლობელის განცხადების საფუძველზე; ბ) დიზაინის მფლობელის მიერ დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ გასულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა; გ) ამ კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე; დ) დიზაინის მფლობელის − ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ მას არ დარჩა მემკვიდრე, ან დიზაინის მფლობელის − იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ არ არსებობს მისი უფლებამონაცვლე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დიზაინის რეგისტრაცია გაუქმებულად არ მიიჩნევა, თუ დიზაინის მფლობელი დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადის ამოწურვის დღიდან 6 თვეში გადაიხდის შემდგომი პერიოდისთვის მისი რეგისტრაციის მოქმედების ვადის საფასურს, ამასთანავე, დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების დაწყებიდან არ არის გასული 25 წელი. ამ პუნქტით განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გაშვების შემთხვევაში დიზაინის რეგისტრაცია უქმდება მისი რეგისტრაციის მოქმედების ვადის ამოწურვის დღიდან, მისი აღდგენის უფლების გარეშე. [ 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დიზაინის რეგისტრაცია გაუქმებულად არ მიიჩნევა, თუ დიზაინის მფლობელი დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადის ამოწურვის დღიდან 6 თვეში გადაიხდის შემდგომი პერიოდისთვის მისი რეგისტრაციის მოქმედების ვადის საფასურს, ამასთანავე, დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების დაწყებიდან არ არის გასული 25 წელი. ამ პუნქტით განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გაშვების შემთხვევაში დიზაინის რეგისტრაცია უქმდება მისი რეგისტრაციის მოქმედების ვადის ამოწურვის დღიდან. ( ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2 1 . თუ დიზაინის მფლობელი რამდენიმეა, დიზაინის რეგისტრაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს დიზაინის ყველა მფლობელის თანხმობით.

2².დიზაინის რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება შეეხოს მრავლობითი განაცხადით გათვალისწინებულ ერთ ან რამდენიმე დიზაინს.

2³.თუ რეესტრში რეგისტრირებულია დიზაინზე გაცემული ლიცენზია, დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ დიზაინის მფლობელის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წარადგენს იმის მტკიცებულებას, რომ მან აცნობა ლიცენზიატს თავისი გადაწყვეტილების თაობაზე.

3.დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების შედეგად დიზაინის რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად მიიჩნევა დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჩანაწერის რეესტრში შეტანის დღიდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4.დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაცია შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1765 - ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 ივლ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2026

    28-ე მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი შემდგომი პერიოდის საფასურის გადახდის 6-თვიანი ვადით (25 წლის ზღვრით), ხოლო იმავე ბლოკში შემოვიდა ახალი 28¹ მუხლი გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენის პირობებითა და ვადებით.

  2. · გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
542720141020223792528¹292112 (დ…28
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …სასაქონლო ნიშნების შეს…ნარჩენების შეგროვების,…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა