Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებმუხლი 4

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 31 მარ. 2027
თემები:საკვები და სასმელიალკოჰოლი და თამბაქო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ცოცხალი ორგანიზმი – ნებისმიერი ბიოლოგიური წარმონაქმნი, რომელსაც აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი, მათ შორის, სტერილური ორგანიზმი, ვირუსი, ვიროიდი; ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი (შემდგომ – გენმოდიფიცირებული ორგანიზმი) – ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია არაბუნებრივი (თანამედროვე ბიოტექნოლოგიური) მეთოდების გამოყენებით, რაც ნიშნავს ორგანიზმის გენეტიკური მასალის შეცვლას ხელოვნურ (ინ ვიტრო) პირობებში ნუკლეინის მჟავების ორგანიზმის უჯრედებში ან ორგანელებში პირდაპირი ინექციის მეთოდის ან/და სხვადასხვა ტაქსონომიური სტატუსის მქონე ორგანიზმების უჯრედების შერწყმის მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები საშუალებას იძლევა, გადაილახოს ბუნებრივი, ფიზიოლოგიური, რეპროდუქციული ან რეკომბინაციული ბარიერი; ამავე დროს, ისინი არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს; გ) გენმოდიფიცირებული პროდუქტი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი; გ 1 ) თავისუფალ ზონად გამოცხადება – საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციის, საბაზრო ქსელში განთავსების, იმპორტის (გარდა მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) და რეექსპორტის აკრძალვა; [ (გ 1 )(ამოღებულია - 25.06.2026, №1796); (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] დ) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება – სამეცნიერო-კვლევითი ან ექსპერიმენტული მიზნით დანადგარის, ნაგებობის ან სხვა ფიზიკური სტრუქტურის ფარგლებში გენმოდიფიცირებულ ორგანიზმზე განხორციელებული ან გენმოდიფიცირებულ ორგანიზმთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი ოპერაცია/მანიპულაცია (მისი მიღების, შენახვისა და ნარჩენის სახით განთავსების ჩათვლით), რომელიც მოითხოვს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოსთან კონტაქტის ეფექტიანი შეზღუდვის და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თავიდან აცილების უზრუნველყოფის სპეციალური პირობების დაცვას; ე) გარემოში ინტროდუქცია – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში შეტანა; ვ) საბაზრო ქსელში განთავსება – ნებისმიერი მოქმედება, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს მესამე პირისათვის (მათ შორის, საბოლოო მომხმარებლისათვის) ხელმისაწვდომს ხდის გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ან უფასოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გენმოდიფიცირებული ორგანიზმი გამიზნულია ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისათვის; ზ) საქმიანობის განმახორციელებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ჩაკეტილ სისტემაში იყენებს; [ ზ) საქმიანობის განმახორციელებელი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ჩაკეტილ სისტემაში იყენებს ან ახორციელებს ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტსა და გადამუშავებას; (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] თ) ტრანსსასაზღვრო გადაადგილება – ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი; გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ნებისმიერი გადაადგილება ერთი სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებული რაიონიდან სხვა სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ რაიონში ან მისი გავლით, ან იმ რაიონში ან იმ რაიონის გავლით, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციას, იმ პირობით, რომ ამ რაიონში ასეთი გადაადგილება შედის არანაკლებ ორი სახელმწიფოს ინტერესებში; ი) ბიომრავალფეროვნება – გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვისა და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავს მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში; კ) ბიომრავალფეროვნების კონვენცია – რიო-დე-ჟანეიროს 1992 წლის 5 ივნისის კონვენცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, რომელსაც საქართველო შეუერთდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 21 აპრილის დადგენილებით; ლ) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი – მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი“, რომელსაც საქართველო შეუერთდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმთან საქართველოს შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 26 სექტემბრის №305–IIს დადგენილებით; მ) ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმი – ბიომრავალფეროვნების კონვენციითა და ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული ბიოუსაფრთხოების ინფორმაციული უზრუნველყოფის საშუამავლო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ მეცნიერული, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სამართლებრივი ინფორმაციისა და გამოცდილების სახელმწიფოთა შორის გაცვლას; ნ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ო) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2.ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს „გარემო“ და „მდგრადი განვითარება“ აქვს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1696 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1796 - ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ცოცხალი ორგანიზმი – ნებისმიერი ბიოლოგიური წარმონაქმნი, რომელსაც აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი, მათ შორის, სტერილური ორგანიზმი, ვირუსი, ვიროიდი; ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი (შემდგომ – გენმოდიფიცირებული ორგანიზმი) – ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია არაბუნებრივი (თანამედროვე ბიოტექნოლოგიური) მეთოდების გამოყენებით, რაც ნიშნავს ორგანიზმის გენეტიკური მასალის შეცვლას ხელოვნურ (ინ ვიტრო) პირობებში ნუკლეინის მჟავების ორგანიზმის უჯრედებში ან ორგანელებში პირდაპირი ინექციის მეთოდის ან/და სხვადასხვა ტაქსონომიური სტატუსის მქონე ორგანიზმების უჯრედების შერწყმის მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები საშუალებას იძლევა, გადაილახოს ბუნებრივი, ფიზიოლოგიური, რეპროდუქციული ან რეკომბინაციული ბარიერი; ამავე დროს, ისინი არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს; გ) გენმოდიფიცირებული პროდუქტი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი; გ 1 ) თავისუფალ ზონად გამოცხადება – საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციის, საბაზრო ქსელში განთავსების, იმპორტის (გარდა მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) და რეექსპორტის აკრძალვა; [ (გ 1 )(ამოღებულია - 25.06.2026, №1796); (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] დ) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება – სამეცნიერო-კვლევითი ან ექსპერიმენტული მიზნით დანადგარის, ნაგებობის ან სხვა ფიზიკური სტრუქტურის ფარგლებში გენმოდიფიცირებულ ორგანიზმზე განხორციელებული ან გენმოდიფიცირებულ ორგანიზმთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი ოპერაცია/მანიპულაცია (მისი მიღების, შენახვისა და ნარჩენის სახით განთავსების ჩათვლით), რომელიც მოითხოვს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოსთან კონტაქტის ეფექტიანი შეზღუდვის და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თავიდან აცილების უზრუნველყოფის სპეციალური პირობების დაცვას; ე) გარემოში ინტროდუქცია – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში შეტანა; ვ) საბაზრო ქსელში განთავსება – ნებისმიერი მოქმედება, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს მესამე პირისათვის (მათ შორის, საბოლოო მომხმარებლისათვის) ხელმისაწვდომს ხდის გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ან უფასოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გენმოდიფიცირებული ორგანიზმი გამიზნულია ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისათვის; ზ) საქმიანობის განმახორციელებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ჩაკეტილ სისტემაში იყენებს; [ ზ) საქმიანობის განმახორციელებელი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ჩაკეტილ სისტემაში იყენებს ან ახორციელებს ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტსა და გადამუშავებას; (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] თ) ტრანსსასაზღვრო გადაადგილება – ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი; გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ნებისმიერი გადაადგილება ერთი სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებული რაიონიდან სხვა სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ რაიონში ან მისი გავლით, ან იმ რაიონში ან იმ რაიონის გავლით, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციას, იმ პირობით, რომ ამ რაიონში ასეთი გადაადგილება შედის არანაკლებ ორი სახელმწიფოს ინტერესებში; ი) ბიომრავალფეროვნება – გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვისა და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავს მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში; კ) ბიომრავალფეროვნების კონვენცია – რიო-დე-ჟანეიროს 1992 წლის 5 ივნისის კონვენცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, რომელსაც საქართველო შეუერთდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 21 აპრილის დადგენილებით; ლ) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი – მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი“, რომელსაც საქართველო შეუერთდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმთან საქართველოს შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 26 სექტემბრის №305–IIს დადგენილებით; მ) ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმი – ბიომრავალფეროვნების კონვენციითა და ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული ბიოუსაფრთხოების ინფორმაციული უზრუნველყოფის საშუამავლო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ მეცნიერული, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სამართლებრივი ინფორმაციისა და გამოცდილების სახელმწიფოთა შორის გაცვლას; ნ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ო) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს „გარემო“ და „მდგრადი განვითარება“ აქვს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1696 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1796 - ვებგვერდი, 30.06.2026წ.
რედაქციების შედარება

1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ცოცხალი ორგანიზმი – ნებისმიერი ბიოლოგიური წარმონაქმნი, რომელსაც აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი, მათ შორის, სტერილური ორგანიზმი, ვირუსი, ვიროიდი; ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი (შემდგომ – გენმოდიფიცირებული ორგანიზმი) – ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია არაბუნებრივი (თანამედროვე ბიოტექნოლოგიური) მეთოდების გამოყენებით, რაც ნიშნავს ორგანიზმის გენეტიკური მასალის შეცვლას ხელოვნურ (ინ ვიტრო) პირობებში ნუკლეინის მჟავების ორგანიზმის უჯრედებში ან ორგანელებში პირდაპირი ინექციის მეთოდის ან/და სხვადასხვა ტაქსონომიური სტატუსის მქონე ორგანიზმების უჯრედების შერწყმის მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები საშუალებას იძლევა, გადაილახოს ბუნებრივი, ფიზიოლოგიური, რეპროდუქციული ან რეკომბინაციული ბარიერი; ამავე დროს, ისინი არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს; გ) გენმოდიფიცირებული პროდუქტი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი; გ 1 ) თავისუფალ ზონად გამოცხადება – საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციის, საბაზრო ქსელში განთავსების, იმპორტის (გარდა მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) და რეექსპორტის აკრძალვა; დ) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება – სამეცნიერო-კვლევითი ან ექსპერიმენტული მიზნით დანადგარის, ნაგებობის ან სხვა ფიზიკური სტრუქტურის ფარგლებში გენმოდიფიცირებულ ორგანიზმზე განხორციელებული ან გენმოდიფიცირებულ ორგანიზმთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი ოპერაცია/მანიპულაცია (მისი მიღების, შენახვისა და ნარჩენის სახით განთავსების ჩათვლით), რომელიც მოითხოვს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოსთან კონტაქტის ეფექტიანი შეზღუდვის და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თავიდან აცილების უზრუნველყოფის სპეციალური პირობების დაცვას; ე) გარემოში ინტროდუქცია – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში შეტანა; ვ) საბაზრო ქსელში განთავსება – ნებისმიერი მოქმედება, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს მესამე პირისათვის (მათ შორის, საბოლოო მომხმარებლისათვის) ხელმისაწვდომს ხდის გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ან უფასოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გენმოდიფიცირებული ორგანიზმი გამიზნულია ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისათვის; ზ) საქმიანობის განმახორციელებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ჩაკეტილ სისტემაში იყენებს; თ) ტრანსსასაზღვრო გადაადგილება – ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი; გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ნებისმიერი გადაადგილება ერთი სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებული რაიონიდან სხვა სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ რაიონში ან მისი გავლით, ან იმ რაიონში ან იმ რაიონის გავლით, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციას, იმ პირობით, რომ ამ რაიონში ასეთი გადაადგილება შედის არანაკლებ ორი სახელმწიფოს ინტერესებში; ი) ბიომრავალფეროვნება – გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვისა და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავს მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში; კ) ბიომრავალფეროვნების კონვენცია – რიო-დე-ჟანეიროს 1992 წლის 5 ივნისის კონვენცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, რომელსაც საქართველო შეუერთდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 21 აპრილის დადგენილებით; ლ) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი – მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი“, რომელსაც საქართველო შეუერთდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმთან საქართველოს შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 26 სექტემბრის №305–IIს დადგენილებით; მ) ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმი – ბიომრავალფეროვნების კონვენციითა და ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული ბიოუსაფრთხოების ინფორმაციული უზრუნველყოფის საშუამავლო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ მეცნიერული, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სამართლებრივი ინფორმაციისა და გამოცდილების სახელმწიფოთა შორის გაცვლას; ნ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისაგარემოსა და სოფლისბუნებრივი მეურნეობისრესურსების დაცვის სამინისტრო; ო) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისაგარემოსა და სოფლისბუნებრივი მეურნეობისრესურსების დაცვის მინისტრი. 2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს „გარემო“ და „მდგრადი განვითარება“ აქვს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1696 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 მარ. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2026
  2. 14 დეკ. 2017
  3. 22 მარ. 2016
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ორგანული სერტიფიკაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №3

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2026-06-30
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

  • 7გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელება
  • 1კანონის მიზნები
  • 27ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრი

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 289¹ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმიანობის წესების დარღვევა
  • 207²ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი ან/და რეექსპორტი

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 87¹ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმიანობის წესების დარღვევა

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
289¹207²87¹37127423224
მნიშვნელობით ახლოსსურსათად/ცხოველის საკვ…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…საქართველოს სისხლის სა…სავალდებულო სერტიფიცირ…დნმ-ის მონაცემთა ბაზის…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026