სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

მუხლი 12. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშება

რედაქცია №77 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ანა შავარდენიძეგიორგი ბუიღლიშვილისალომე კობერიძე

1.„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა არის უფლებამოსილებადამთავრებული/ უფლებამოსილებაშეწყვეტილი: ა) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 60%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 55%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; გ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 50%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; დ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; ე) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 40%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; ვ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 35%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; ზ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი.

3.ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა. საქართველოს 2006 წლის 1 3 ოქტომბრის კანონი №3567 - სსმ I, № 41, 01.11.2006 წ., მუხ. 282 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2259 - სსმ I, №41, 08.12.2009 წ., მუხ.302 საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4579 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №822 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

14
  • №2/17/127427.12.2024საოქმო ჩანაწერი(1, 2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №3/4/152122.09.2023განჩინება(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    ამირან კომახიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №1/1/128828.02.2022განჩინება(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №1/2/130928.02.2022განჩინება(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №1/6/142930.04.2020განჩინება
    პროცესუალური / დასაშვებობა

    რევაზ სულწაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ

  • №3/7/127419.10.2018განჩინება
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ყველა 14 გადაწყვეტილების ნახვა (+8)
  • №3/8/128819.10.2018განჩინება(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №3/9/130919.10.2018განჩინება(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №2/12/126615.06.2018განჩინება(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე მაგული კუნჭულია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №130917.04.2018კონსტიტუციური სარჩელი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • №2/4/124022.02.2018განჩინება(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №124028.06.2017კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • 55507.05.2013კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • №1/1/35710.03.2006საოქმო ჩანაწერი
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქეები - თამაზ კილანავა, ნუგზარ კანდელაკი, მანანა ნასარიძე, მადონა ღიბრაძე და ლალი არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • დაუშვებლობა (T5)

    ყოფილი მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება და თანხობრივი სხვაობის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოფილი მოსამართლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობასა და მისი დანიშვნის საფუძველს. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს კომპენსაცია რაიონული სასამართლოს თავმჯდომარისათვის დადგენილი სპეციალური წესით უნდა დანიშვნოდა და ზოგადი მაქსიმალური ზღვარი ამ წესს ვერ გადაწონიდა. სასამართლომ აგრეთვე გაიზიარა მიუღებელი თანხობრივი სხვაობის ანაზღაურების დაკისრება. სააგენტოების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სარჩელის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

  • დაუშვებლობა (T5)

    ყოფილი მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის ბათილად ცნობა და კომპენსაციის დამნიშვნელი აქტის გამოცემა

    დავა შეეხებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს უარს ყოფილი მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ათწლიანი სამოსამართლო სტაჟის შესახებ სპეციალური პირობა ვრცელდება შესაბამისი ნორმით განსაზღვრულ თარიღში უფლებამოსილებაშეწყვეტილ მოსამართლეებზე. სასამართლოს ლიკვიდაციის გამო სხვა დროს უფლებამოსილებაშეწყვეტილ მოსამართლეზე ეს სპეციალური პირობა მოცემულ საქმეში არ გავრცელდა. სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა გადაწყვეტილება სადავო აქტის ბათილად ცნობისა და კომპენსაციის დამნიშვნელი აქტის გამოცემის შესახებ.

  • დაუშვებლობა (T5)

    ყოფილი მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა და გადახდა

    ყოფილი მოსამართლე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისგან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასა და ყოველთვიურ გადახდას ითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არც ერთი საფუძველი და საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა არის უფლებამოსილებადამთავრებული/ უფლებამოსილებაშეწყვეტილი: ა) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 60%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 55%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; გ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 50%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; დ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; ე)  რაიონული (საქალაქო)  სასამართლოს  თავმჯდომარისათვის  –  სახელმწიფო  პენსიას  დამატებული  სახელმწიფო  პენსიის 40%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; ვ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო  პენსიის 35%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; ზ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის –  სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო  სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი. 3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა. საქართველოს 2006 წლის 1 3 ოქტომბრის კანონი №3567 - სსმ I, № 41, 01.11.2006 წ., მუხ. 282 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2259 - სსმ I, №41, 08.12.2009 წ., მუხ.302 საქართველოს 2012 წლის  24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის  კანონი №4579 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2025  წლის 26  ივნისის  კანონი №822  – ვებგვერდი, 30.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №72 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 ივლ. 2012 – 1 იან. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
737¹2015³15²18³21112 (დ…7¹ (დ…6 (და…70777112
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო კომპენსაციი…საერთო სასამართლოების …სახელმწიფო პენსიის/საპ…საქართველოს საკონსტიტუ…სამხედრო, შინაგან საქმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №77 · ბოლოს შემოწმდა