Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 12 (დანართი 1)

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 12 (დანართი 1). იმპორტიორის ვალდებულებები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 8 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

2.იმპორტიორი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა განახორციელა: სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასება და ვერიფიკაცია; შეადგინა ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია; შეადგინა რეგლამენტის მე-4 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია. იმპორტიორი ასევე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ სამშენებლო პროდუქტზე დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული  ინფორმაცია, სამშენებლო პროდუქტს თან ერთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია და მწარმოებელი აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. იმპორტიორმა, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას ან ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ უნდა განათავსოს სამშენებლო პროდუქტი ბაზარზე, სანამ სამშენებლო პროდუქტი არ დააკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს. საფრთხის შემცველი სამშენებლო პროდუქტის არსებობის შემთხვევაში იმპორტიორი ვალდებულია, ამის შესახებ შეატყობინოს მწარმოებელსა და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

3.იმპორტიორი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტზე, ხოლო, თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში, იმპორტის შემდეგ, მის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე დაიტანოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

4.იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი, რომელსაც თან ერთვის ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართულ ენაზე.

5.იმპორტიორი ვალდებულია, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების იმგვარი პირობები, რომ მისი პასუხისმგებლობის პერიოდში სამშენებლო პროდუქტი ინარჩუნებდეს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

6.იმპორტიორი ვალდებულია, დეკლარირებული თვისებების სიზუსტის, სტაბილურობისა და საიმედოობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტების ნიმუშის გამოცდა. ასევე, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში შეინახოს საჩივრები, პროდუქტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევებისა და პროდუქტის გამოთხოვის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია. იმპორტიორი ვალდებულია, ამგვარი მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორებს.

7.იმპორტიორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები, რათა პროდუქტი მოიყვანოს შესაბამისობაში აღნიშნულ მოთხოვნებთან. აუცილებლობის შემთხვევებში იმპორტიორი ვალდებულია, მოახდინოს სამშენებლო პროდუქტის ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, იმპორტიორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მათ შორის, შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ.

8.იმპორტიორი ვალდებულია, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებისათვის წარსადგენად, ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით შეინახოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია.

9.იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე შედგენილი ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობას. იმპორტიორი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიერ გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №754 – ვებგვერდი, 22.12.2020წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 29.03.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 11 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 13 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 აპრ. 2026 · №12

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10 (დანართი 1)მუხლი 6 (დანართი 1)

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 13 (დანართი 1)დისტრიბუტორის ვალდებულებები
  • 10 (დანართი 1)მწარმოებლის ვალდებულებები
  • 1² (დანართი 1)პროცედურები სამშენებლო პროდუქტების იმპორტისას

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები
  • 9ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • 11ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 55ზოგადი დებულებები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 732შემკვეთის მოვალეობანი

სამშენებლო საქმიანობის შესახებ

  • 6სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა ვალდებულებანი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 34ელექტროენერგიის მწარმოებლის ვალდებულებები

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 5მიმწოდებლის ვალდებულებები

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 9მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
673213⁵911910 (დ…13 (დ…6 (და…1² (დ…5553412 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამშენებლო პროდუქტების…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…სამშენებლო საქმიანობის…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 აპრ. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026