Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგოეტიკეტირების შესახებმუხლი 6

ენერგოეტიკეტირების შესახებ

მუხლი 6. დილერის ვალდებულებები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:სარეკლამო სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.მომხმარებლისთვის პროდუქტის ნებისმიერი ფორმით მიწოდებისას (მათ შორის, დისტანციური გაყიდვისას) დილერი ვალდებულია მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ეტიკეტი თვალსაჩინოდ განათავსოს  და უზრუნველყოს, რომ პროდუქტის თანმხლები დოკუმენტაცია ან ბროშურა პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს/ფირფიტას შეიცავდეს, აგრეთვე მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროდუქტის გაყიდვის ადგილებში უზრუნველყოს დაბეჭდილი პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება.

2.თუ დილერს არ აქვს ეტიკეტი ან პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა, იგი ვალდებულია მიმწოდებელს მოსთხოვოს დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, სკალაშეცვლილი ეტიკეტი, და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3.(ამოღებულია - 28.06.2023, №3301).

4.დილერი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის ბაზარზე განთავსებისთვის აუცილებელი, ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები.

5.დილერი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს უფლებამოსილ პირთან.

6.დილერი ვალდებულია პროდუქტის სპეციფიკური მოდელის ვიზუალურ რეკლამაში ან ტექნიკურ სარეკლამო მასალაში მიუთითოს ამ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე აღნიშნული ენერგოეფექტურობის სხვადასხვა კლასი სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით.

7.დილერი ვალდებულია უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოფხვრისა და ამ კანონსა და სათანადო ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

8.დილერი ვალდებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისადმი დაქვემდებარებულ პროდუქტზე არ გამოიყენოს ან არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, ნიშანი, სიმბოლო ან წარწერა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, თუ ეს ქმედება აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის დროს მომხმარებელს ენერგიის ან სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნის.

9.დილერი ვალდებულია არაენერგომომხმარებელ პროდუქტზე არ გამოიყენოს და არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, რომელიც ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ეტიკეტის მსგავსია. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მომხმარებლისთვის პროდუქტის ნებისმიერი ფორმით მიწოდებისას (მათ შორის, დისტანციური გაყიდვისას) დილერი ვალდებულია მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ეტიკეტი თვალსაჩინოდ განათავსოს  და უზრუნველყოს, რომ პროდუქტის თანმხლები დოკუმენტაცია ან ბროშურა პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს/ფირფიტას შეიცავდეს, აგრეთვე მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროდუქტის გაყიდვის ადგილებში უზრუნველყოს დაბეჭდილი პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება. 2. თუ დილერს არ აქვს ეტიკეტი ან პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა, იგი ვალდებულია მიმწოდებელს მოსთხოვოს დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, სკალაშეცვლილი ეტიკეტი, და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 3. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301). 4. დილერი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის ბაზარზე განთავსებისთვის აუცილებელი, ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები. 5. დილერი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს უფლებამოსილ პირთან. 6. დილერი ვალდებულია პროდუქტის სპეციფიკური მოდელის ვიზუალურ რეკლამაში ან ტექნიკურ სარეკლამო მასალაში მიუთითოს ამ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე აღნიშნული ენერგოეფექტურობის სხვადასხვა კლასი სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით. 7. დილერი ვალდებულია უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოფხვრისა და ამ კანონსა და სათანადო ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 8. დილერი ვალდებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისადმი დაქვემდებარებულ პროდუქტზე არ გამოიყენოს ან არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, ნიშანი, სიმბოლო ან წარწერა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, თუ ეს ქმედება აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის დროს მომხმარებელს ენერგიის ან სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნის. 9. დილერი ვალდებულია არაენერგომომხმარებელ პროდუქტზე არ გამოიყენოს და არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, რომელიც ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ეტიკეტის მსგავსია. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 იან. 2025-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. მომხმარებლისთვის პროდუქტის ნებისმიერი ფორმით მიწოდებისას (მათ შორის, დისტანციური გაყიდვისას) დილერი ვალდებულია თვალსაჩინოდ განათავსოს ეტიკეტი და უზრუნველყოს, რომ პროდუქტის თანმხლები დოკუმენტაცია ან ბროშურა შეიცავდეს პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს/ფირფიტას, აგრეთვე მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროდუქტის გაყიდვის ადგილებში უზრუნველყოს პროდუქტის შესახებ დაბეჭდილი საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება. 2. თუ დილერს არ აქვს ეტიკეტი ან პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა, მას შეუძლია მიმწოდებელს მოსთხოვოს დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, სკალაშეცვლილი ეტიკეტი, და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. [ 1. მომხმარებლისთვის პროდუქტის ნებისმიერი ფორმით მიწოდებისას (მათ შორის, დისტანციური გაყიდვისას) დილერი ვალდებულია მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ეტიკეტი თვალსაჩინოდ განათავსოს  და უზრუნველყოს, რომ პროდუქტის თანმხლები დოკუმენტაცია ან ბროშურა პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს/ფირფიტას შეიცავდეს, აგრეთვე მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროდუქტის გაყიდვის ადგილებში უზრუნველყოს დაბეჭდილი პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება. 2. თუ დილერს არ აქვს ეტიკეტი ან პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა, იგი ვალდებულია მიმწოდებელს მოსთხოვოს დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, სკალაშეცვლილი ეტიკეტი, და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 3. შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის გასაყიდად განთავსებისას დილერი ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქტზე განთავსებული ეტიკეტის თვალსაჩინოება. [ 3. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301); (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 4. დილერი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის ბაზარზე განთავსებისთვის აუცილებელი, ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები. 5. დილერი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს უფლებამოსილ პირთან. [ 6. დილერი ვალდებულია პროდუქტის სპეციფიკური მოდელის ვიზუალურ რეკლამაში ან ტექნიკურ სარეკლამო მასალაში მიუთითოს ამ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე აღნიშნული ენერგოეფექტურობის სხვადასხვა კლასი სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით. 7. დილერი ვალდებულია უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოფხვრისა და ამ კანონსა და სათანადო ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 8. დილერი ვალდებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისადმი დაქვემდებარებულ პროდუქტზე არ გამოიყენოს ან არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, ნიშანი, სიმბოლო ან წარწერა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, თუ ეს ქმედება აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის დროს მომხმარებელს ენერგიის ან სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნის. 9. დილერი ვალდებულია არაენერგომომხმარებელ პროდუქტზე არ გამოიყენოს და არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, რომელიც ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ეტიკეტის მსგავსია. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 დეკ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 17 ივლ. 2023
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დავები შეცდომაში შემყვანი რეკლამის გამო2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეკლამის მონიშვნის ვალდებულება და გამჭვირვალობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №5

  • 1 ცვლილება · ბოლო 17 ივლ. 2023
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 5მიმწოდებლის ვალდებულებები
  • 7სკალაშეცვლილი ეტიკეტი
  • 4მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 13 (დანართი 1)დისტრიბუტორის ვალდებულებები
  • 10 (დანართი 1)მწარმოებლის ვალდებულებები
  • 12 (დანართი 1)იმპორტიორის ვალდებულებები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 34ელექტროენერგიის მწარმოებლის ვალდებულებები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 12ინფორმაცია პროდუქტის შესახებ
  • 11ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსება
  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 10მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
  • 12მოთხოვნები დისტანციური ხელშეკრულებისადმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
121113⁵13 (დ…10 (დ…12 (დ…5743410126
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეტიკეტირების შეს…სამშენებლო პროდუქტების…ენერგეტიკისა და წყალმო…პროდუქტის უსაფრთხოების…მომხმარებლის უფლებების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026